1. მე-3 მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მუნიციპალური სჯდ ცენტრებისგან.
2. მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მუნიციპალური სჯდ ცენტრებისგან, ხოლო მალარიის მკურნალობისთვის მედიკამენტების სტრატეგიული მარაგის შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. მე-3 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველყოფისთვის საჭირო ტესტსისტემების, სახარჯი მასალისა და სხვა საქონლის შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
4. მე-3 მუხლის „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელია ცენტრი, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტითა და „ვ“ ქვეპუნქტის „ვ.ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლაბორატორიული მომსახურებისა და მე-3 მუხლის „ზ“, „თ“, და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველყოფისთვის საჭირო მასალის აღება/შეგროვების მიმწოდებლის შერჩევა ხორციელდება პროგრამაში ნებაყოფლობით ჩართვის პრიციპით. მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ამასთან, ამ მუხლის მე-3 პუნქტის ფარგლებში შესყიდულ ტესტსისტემებსა და სახარჯ მასალებს მიმწოდებელს გადასცემს განმახორციელებელი.
6. პროგრამის მე-3 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლის (გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა) შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის საფუძველზე, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალები