პროგრამის ფარგლებში იფარება:
ა) ეპიდზედამხედველობის განხორციელება და სამედიცინო სტატისტიკური სისტემის მუშაობის უზრუნველყოფა:
ა.ა) მუნიციპალურ დონეზე არსებული სჯდ ცენტრების მიერ სამოქმედო ტერიტორიაზე ეპიდზედამხედველობის განხორციელება და სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგი გადამდებ დაავადებებზე მონაცემთა ხარისხის უზრუნველსაყოფად;
ა.ბ) მუნიციპალური სჯდ ცენტრების მიერ სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და წარდგენა რეგიონში;
ა.გ) რეგიონულ დონეზე სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და წარდგენა ცენტრში;
ა.დ) მუნიციპალურ ერთეულებში სჯდ სამსახურების მუშაობის მონიტორინგი.
ბ) იმუნიზაციით მოცვის გაუმჯობესება საინფორმაციო სისტემისა და ლოჯისტიკის გამართული მუშაობის გზით:
ბ.ა) მუნიციპალურ დონეზე არსებული სჯდ ცენტრების მიერ სამოქმედო ტერიტორიაზე იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, იმუნოპროფილაქტიკისათვის საჭირო მასალისა და აღჭურვილობის აუცილებელი მარაგის ლოჯისტიკის უზრუნველყოფა „ცივი ჯაჭვის“ პრინციპების დაცვით და იმუნოპროფილაქტიკის შესახებ ანგარიშგების წარმოება;
ბ.ბ) მუნიციპალურ ერთეულებში სჯდ სამსახურების მიერ სამოქმედო არეალზე იმუნიზაციის ლოჯისტიკისა და ექსპედიციის განხორციელების მონიტორინგი (დამხმარე ზედამხედველობა).
გ) მუნიციპალურ დონეზე არსებული სჯდ ცენტრების მიერ სამოქმედო ტერიტორიაზე მიმდინარე წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებებისთვის ეპიდზედამხედველობითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
დ) მალარიისა და სხვა პარაზიტული დაავადებების პრევენციისა და კონტროლის გაუმჯობესება:
დ.ა) მალარიის კერებში გადამტანის წინააღმდეგ პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება (საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების ინსექტიციდებით დამუშავება);
დ.ბ) მალარიის კერებში მოსახლეობის სკრინინგული კვლევა, რაც მოიცავს სისხლის სქელი წვეთისა და ნაცხების აღებას და ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას;
დ.გ) მალარიის მკურნალობისთვის მედიკამენტების სტრატეგიული მარაგის შესყიდვა.
ე)ჰეპატიტების გავრცელების შესწავლა:
ე.ა)შერჩეულ სტაციონარულ დაწესებულებებში ვირუსულ ჰეპატიტთან და მის რისკფაქტორებთან არაასოცირებული დაავადებების მქონე პაციენტების (სტაციონარში მყოფი) გამოკვლევა HBsAg-ზე, antiHBc-ზე, antiHCV-ზე;
ე.ბ) B და C ჰეპატიტების პრევალენტობის და ინციდენტობის შესწავლა უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოკვლეულ დონორებსა და სქესობრივად გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის კომპონენტის ფარგლებში გამოვლენილ პაციენტებში.
ვ) სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა:
ვ.ა) სიფილისის ეპიდზედამხედველობა, რომელიც მოიცავს:
ვ.ა.ა) შერჩეულ სტაციონარულ დაწესებულებებში მაღალი რისკის პირებისა და სიფილისზე საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე პაციენტების ლაბორატორიულ გამოკვლევას სიფილისზე;
ვ.ა.ბ) სიფილისის მქონე პაციენტებთან სქესობრივ კონტაქტში მყოფი პირების გამოკვლევას სიფილისზე;
ვ.ა.გ) სიფილისის მქონე პაციენტებთან სქესობრივ კონტაქტში მყოფი პირებისა და სიფილისით დაავადებული მშობლების (დედა) 5 წლამდე ასაკის ბავშვების მოძიებას და კონსულტირებას გადაცემის რისკის შემცირების მიზნით;
ვ.ა.დ) კონფირმირებული პაციენტების რეფერალს მკურნალობისათვის და აღნიშნული სამედიცინო დაწესებულების უზრუნველყოფას პაციენტის სამკურნალოდ საჭირო პენიცილინის ჯგუფის მედიკამენტით;
ვ.ა.ე) ცენტრისა და სჯდ ცენტრებისათვის ცალკეული შემთხვევების შეტყობინების სისტემის დანერგვა როგორც კლინიკებიდან, ისე ლაბორატორიებიდან;
ვ.ბ) გონორეის ეპიდზედამხედველობა, რომელიც მოიცავს:
ვ.ბ.ა) შერჩეული სამედიცინო დაწესებულების მიერ მოწოდებული გონორეის კლინიკური ნიშნების მქონე (ურეთრიტი და ცერვიციტი) პაციენტების საანალიზო მასალის ტესტირებას კულტივირების გზით;
ვ.ბ.ბ) გამოვლენილ გონოკოკურ კულტურებში ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესწავლას;
ვ.ბ.გ) რეზისტენტობის შედეგებიდან გამომდინარე, სამკურნალო ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციების შემუშავებას.
ზ) ნოზოკომიური ინფექციების ეპიდზედამხედველობა, რომელიც მოიცავს:
ზ.ა) შერჩეული სტაციონარული სამედიცინო მომსახურების დაწესებულებების (მათ შორის, სასჯელაღსრულების სისტემაში) ინტენსიური თერაპიის/რეანიმაციის განყოფილებებში შეგროვებული მასალის (სისხლი, ნახველი, შარდი, ქირურგიული ჭრილობის მასალა და ა.შ.) მიკრობიოლოგიური გამოკვლევების ჩატარებას და მიღებული ბაქტერიული კულტურების ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესწავლას;
ზ.ბ) სტანდარტული გამოკითხვის წარმოებას ნოზოკომიური ინფექციების რისკფაქტორების დასადგენად;
ზ.გ) სამედიცინო პერსონალისა და ეპიდემიოლოგებისათვის სატრენინგო კურსის შემუშავებას და შესაბამისი ტრენინგების უზრუნველყოფას.
თ) დიარეული დაავადებების ეპიდზედამხედველობა, რომელიც მოიცავს:
თ.ა) მწვავე, პერსისტული (გახანგრძლივებული) და ქრონიკული დიარეის მქონე პაციენტების განავლის ნიმუშების შეგროვებას სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ (მათ შორის, სასჯელაღსრულების სისტემის) დაწესებულებებში მკურნალობაზე მყოფ პაციენტებში;
თ.ბ) განავლის შეგროვებული ნიმუშების გამოკვლევას შერჩეულ ბაქტერიულ, ვირუსულ, მათ შორის, ქ. თბილისის მასშტაბით, პარაზიტულ პათოგენებზე. მიღებული ბაქტერიული კულტურების ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესწავლას;
თ.გ) ექიმებისა და ეპიდემიოლოგების ინფორმირებას საქართველოში გავრცელებული დიარეული დაავადებების ეტიოლოგიური ფაქტორების შესახებ.
ი)მენინგოენცეფალიტებისა და ჰემორაგიული ცხელებების ეპიდზედამხედველობა, რომელიც მოიცავს:
ი.ა) სისხლის ბანკებიდან მიღებული სისხლის ნიმუშების სკრინინგს განსაზღვრულ ინფექციურ აგენტებზე;
ი.ბ) ექიმების და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკების ინფორმირებას ამ დაავადებების და საქართველოში მათი გავრცელების შესახებ.
კ) გრიპის სეზონური გავრცელების პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვა (მ.შ. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვა) და განხორციელება.
ლ) ეპიდზედამხედველობის პროგრამის მონიტორინგი და სხვა ადმინისტრაციული ხარჯებ