სახელმწიფო ქონებისა და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №4
2006 წლის 12 იანვარი
ქ. თბილისი
სახელმწიფო ქონებისა და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 თებერვლის № 26 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად:
1. პრივატიზების მიზნით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცეს სახელმწიფო ქონება და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციები და წილები.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება ამ განკარგულების შესასრულებლად.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი