სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ბობოყვათი-ჩაქვისა და მახინჯაური-ბათუმის მონაკვეთების რეაბილიტაციის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №193
2005 წლის 20 მაისი
ქ. თბილისი
სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ბობოყვათი-ჩაქვისა და მახინჯაური-ბათუმის მონაკვეთების რეაბილიტაციის შესახებ
სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე ბოლო 15-18 წლის მანძილზე არ შესრულებულა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რამაც განსაკუთრებით გაართულა მდგომარეობა ბობოყვათი-ჩაქვის 9,5 კილომეტრიან და მახინჯაური-ბათუმის სამ კილომეტრიან მონაკვეთებზე; მათი რთული რელიეფური, გეოლოგიური პირობებისა და მძიმეწონიანი ავტოტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობის გამო მიწის ვაკისი და სავალი ნაწილი დეფორმირებულია, განვლადობა გართულებულია. საკურორტო სეზონის პერიოდში მოსალოდნელია ავტოტრანსპორტის მოძრაობის პარალიზება.
შექმნილი ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ჩეჩელაშვილი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ბობოყვათი-ჩაქვისა და მახინჯაური-ბათუმის მონაკვეთების რეაბილიტაციის სამუშაოების დაფინანსების მიზნით, სასწრაფოდ უზრუნველყოს საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების პროექტის წარმოდგენა აღნიშნული სამუშაოებისათვის 4,2 მლნ ლარის გათვალისწინებით.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (რ. დალაქიშვილი) უზრუნველყოს სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ბობოყვათი-ჩაქვისა და მახინჯაური-ბათუმის მონაკვეთებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყება და განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები მათი დროულად დამთავრებისათვის.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ბობოყვათი-ჩაქვისა და მახინჯაური-ბათუმის მონაკვეთების რეაბილიტაციის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ბობოყვათი-ჩაქვისა და მახინჯაური-ბათუმის მონაკვეთების რეაბილიტაციის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.05.2005.
- როდის იქნა მიღებული „სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ბობოყვათი-ჩაქვისა და მახინჯაური-ბათუმის მონაკვეთების რეაბილიტაციის შესახებ“?
- „სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ბობოყვათი-ჩაქვისა და მახინჯაური-ბათუმის მონაკვეთების რეაბილიტაციის შესახებ“ მიღებულია 20.05.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №193. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ბობოყვათი-ჩაქვისა და მახინჯაური-ბათუმის მონაკვეთების რეაბილიტაციის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.05.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ბობოყვათი-ჩაქვისა და მახინჯაური-ბათუმის მონაკვეთების რეაბილიტაციის შესახებ“, №193, 20.05.2005, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.05.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2069149/