საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№286
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 7, 07/07/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№286

2005 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესახებ

მმართველობის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების, კორუფციაზე სამართლებრივი და საზოგადოებრივი რეაგირების გააქტიურებისა და კორუფციის პრევენციის მიზნით „საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ივნისის №550 ბრძანებულების მე-2 პუნქტის შესასრულებლად:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (კ. კემულარია):

ა) კოორდინაცია გაუწიოს საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავებას;

ბ) 2005 წლის 25 აგვისტომდე საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოადგინოს საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შეჯერებული ვარიანტი.

2. საქართველოს სამინისტროებმა, სახელმწიფო მინისტრების აპარატებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშაონ რეკომენდაციები და წინადადებები საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესახებ და 2005 წლის 10 აგვისტომდე წარუდგინონ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი