ა(ა)იპ-თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში დაცული ნიმუშების კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებად გამოცხადების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურისა ძეგლთა დაცვის მინისტრის
ბრძანება № 03/198
2013 წლის 4 ნოემბერი
ქ. თბილისი
ა(ა)იპ–თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში დაცული ნიმუშების კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებად გამოცხადების თაობაზე
საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ–კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–15 მუხლის მე–4 პუნქტის, ასევე ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 52–ე, 53–ე, 55–ე, 56–ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ა(ა)იპ–თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში დაცული, ამ ბრძანების დანართის მიხედვით წარმოდგენილი სახვითი ხელოვნების ნიმუშები გამოცხადდეს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებად და შეტანილ იქნეს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში.
2. დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს აღნიშნულ ობიექტებს 6 თვის ვადაში ჩაუტაროს ექსპერტიზა.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №7) ან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. სარაჯიშვილის ქ. №1ა).
მინისტრი მ. ოდიშარია
დანართი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის სააღრიცხვო ბარათი
| 1. მოძრავი ობიექტის/ძეგლის სახეობა | სახვითი ხელოვნების |
| 2. ავტორი/სკოლა | ქართული |
| 3. დასახელება | ბერთუბნის მთავარი ტაძრის საკურთხევლის მოხატულობის ფრაგმენტი ეკლესიის მამების გამოსახულებით |
| 4. შექმნის დრო და ადგილი | XIII ს აუკუნე, ბერთუბნის მთავარი ტაძარი. |
| 5. ამჟამინდელი ადგილსამყოფელი | თსსა, ინვ. №თსსამ-კდ-ბ-31 |
| 6. მასალა, ზომა | კირის ბათქაში, წითელი ოხრა; 240X199 სმ. |
| 7. ფიზიკური მდგომარეობა | დამაკმაყოფილებელი |
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის სააღრიცხვო ბარათი

| 1. მოძრავი ობიექტის/ძეგლის სახეობა | სახვითი ხელოვნების |
| 2. ავტორი/სკოლა | ქართული |
| 3. დასახელება | სოფ. ლიხაურის ღვთისმშობლის ეკლესიის მოხატულობის ფრაგმენტების ჯგუფი |
| 4. შექმნის დრო და ადგილი | მხატვრობა – XVI-XVII სს.; სოფ. ლიხაურის ღვთისმშობლის ეკლესია (XIII ს–ის II ნახ.) |
| 5. ამჟამინდელი ადგილსამყოფელი | თსსა, ინვ. №თსსამ-კდ-ლ–4-30 |
| 6. მასალა, ზომა | კირის ბათქაში, წითელი და ყვითელი ოხრა, სურინჯი, მწვანე მიწა, კირის თეთრა; მაქსიმალური – 127X75 სმ; უმცირესი – 51X42 სმ. |
| 7. ფიზიკური მდგომარეობა | ძლიერ დაზიანებული, მოითხოვს დაუყოვნებლივ ჩარევას. |
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის სააღრიცხვო ბარათი
| 1. მოძრავი ობიექტის/ძეგლის სახეობა | სახვითი ხელოვნების |
| 2. ავტორი/სკოლა | ქართული |
| 3. დასახელება | ნოსტეს სამების ეკლესიის მოხატულობის ფრაგმენტი მაცხოვრის გამოსახულებით |
| 4. შექმნის დრო და ადგილი | XVII საუკუნე; ნოსტეს სამების ეკლესია. |
| 5. ამჟამინდელი ადგილსამყოფელი | თსსა, ინვ. №თსსამ-კ მ-ნ–33 |
| 6. მასალა, ზომა | კირის ბათქაში, წითელი ოხრა; 31X27 სმ. |
| 7. ფიზიკური მდგომარეობა | დამაკმაყოფილებელი |
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის სააღრიცხვო ბარათი
| 1. მოძრავი ობიექტის/ძეგლის სახეობა | სახვითი ხელოვნების |
| 2. ავტორი/სკოლა | ქართული |
| 3. დასახელება | სოფ. ფარი–სვიფის ეკლესიის საკურთხევლის მოხატულობის ფრაგმენტი წმიდა ბასილის გამოსახულებით (ორფენიანი მხატვრობის ზედა ფენა) |
| 4. შექმნის დრო და ადგილი | XIV საუკუნე; სოფ. ფარი–სვიფი. |
| 5. ამჟამინდელი ადგილსამყოფელი | თსსა, ინვ. №თსსამ-კ დ-ფ–1. |
| 6. მასალა, ზომა | კირის ბათქაში, წითელი და ყვითელი ოხრა; 106X139სმ. |
| 7. ფიზიკური მდგომარეობა | დამაკმაყოფილებელი |
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის სააღრიცხვო ბარათი
| 1. მოძრავი ობიექტის/ძეგლის სახეობა | სახვითი ხელოვნების |
| 2. ავტორი/სკოლა | ქართული |
| 3. დასახელება | სოფ. ფარი–სვიფის ეკლესიის ჩრდილოეთი კედლის მხატვრობის ფრაგმენტი წმიდა გიორგის გამოსახულებით (ორფენიანი მხატვრობის ზედა ფენა) |
| 4. შექმნის დრო და ადგილი | XIV საუკუნე; სოფ. ფარი–სვიფი. |
| 5. ამჟამინდელი ადგილსამყოფელი | თსსა, ინვ. №თსსამ-კ დ-ფ–2. |
| 6. მასალა, ზომა | კირის ბათქაში, წითელი და ყვითელი ოხრა; 103X140სმ. |
| 7. ფიზიკური მდგომარეობა | კარგი |
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის სააღრიცხვო ბარათი
| 1. მოძრავი ობიექტის/ძეგლის სახეობა | სახვითი ხელოვნების |
| 2. ავტორი/სკოლა | სავარაუდოდ ქართული |
| 3. დასახელება | კანკელის ნაწილები: 1. საიდუმლო სერობა; 2. წმიდა გიორგი; 3–4. ეკლესიის მამები; 5. წმიდა ნინო. |
| 4. შექმნის დრო და ადგილი | XIX საუკუნე; აღმოჩენილია სოფ. ხევში (ქარელის მუნიციპალიტეტი). |
| 5. ამჟამინდელი ადგილსამყოფელი | თსსა, ინვ. №თსსამ-კ დ-ხ–8. |
| 6. მასალა, ზომა | ხე, ზეთი; 66X283 სმ. |
| 7. ფიზიკური მდგომარეობა | კარგი |