კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის
ეროვნული სააგენტოს“
გენერალური დირექტორის
ბრძანება №2/173
2014 წლის 19 სექტემბერი
ქ. თბილისი
კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2014 წლის 8 აპრილის №1 ადმინისტრაციული ხელშეკრულების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი სსიპ _ საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში დაცულ ამ ბრძანების დანართში მითითებულ ექსპონატებს.
2. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა N4).
გენერალური დირექტორი ნ. ანთიძე
დანართი
| № | დასახელება
| სააღრიცხვო ბარათის № |
| 1.
| გაიანე ხაჩატურიანი. ფერწერა.მისტიური კომპოზიცია. „Шарманщица“ „მეარღნე ქალი“. მოშავო–მოყავისფრო ფონზე მარჯვენა ნაწილში განათებულ, მეწამულისფერ სცენაზე ჭრელი და ფართეკაბიანი ქალის ფიგურა ჩანს. ტილოს ქვედა ნაწილში მომწვანო და წითელი ფერის აქცენტებია დასმული. 1995 წ. თბილისი. ტილო, ზეთი. 33,5 X 34 საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი. დრ–21-(84) |
სხ-2933 |
| 2. | გაიანე ხაჩატურიანი. ფერწერა.მისტიური კომპოზიცია. ჭრელ ფონზე გამოსახულია ქალთა და მამაკაცთა ჯგუფი გამოწყობილი სადღესასწაულო ჭრელ კოსტიუმში. (დაახლოებით 10-მდე) კომპოზიციის ცენტრში ყვითელ ფონზე ზის ქალი, დიდი ქუდით. საქართველო. ტილო, ზეთი. 154 X 87. საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი. დრ–13-(37) | სხ-2934 |
| 3. | გაიანე ხაჩატურიანი. ფერწერა.აბსტრაქტული კომპოზიცია. აბსტრაქტული კომპოზიციის ფერთა გამა ჭრელია: ჭარბი წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი, იასამნისფერი. საქართველო. ტილო, ზეთი. 112 X 135 საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი. დრ–14-(31) | სხ-2935 |
| 4. | გაიანე ხაჩატურიანი. ფერწერა.მისტიური კომპოზიცია. შავ ფონზე, ცენტრში მოჩანს შენობა, ასევე აქა–იქ დონეებად ასახული შენობის დეტალები, ნახატის მარჯვენა და მარცხენა ქვედა ნაწილში გამოსახულია რამოდენიმე ადამიანის ფიგურა. ფერწერის ფერადოვანი გამა ჭრელი. საქართველო. ტილო, ზეთი. 180,5 X 120 საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი. დრ–07-(26) | სხ-2936 |
| 5 | გაიანე ხაჩატურიანი. ფერწერა.მისტიური კომპოზიცია. კომპოზიციის წინა პლანზე გამოსახულია ოთხი ქალის ფიგურა, რომლებიც გამოწყობილნი არიან ჭრელ კოსტიუმებში და ქუდებში. მათ უკან მარჯვენა მხარეს მოჩანს ადამიანის თავი უსახოდ. ფერთა გამა ჭრელია. საქართველო. ტილო, ზეთი. 146 X 180 საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი. დრ–17-(35) | სხ-2937 |
| 6 | გაიანე ხაჩატურიანი. ფერწერა.მისტიური კომპოზიცია. კომპოზიციის წინა პლანზე მარცხენა კუთხეში გამოსახულია ჭრელ კოსტიუმში გამოწყობილი ადამიანის ფიგურა პროფილში. ფერთა გამა: ყვითელი, ჭარბი წითელი, ლურჯი, თეთრი, მწვანე. საქართველო. ტილო, ზეთი. 63 X 70 საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი. დრ–05-(1) | სხ-2938 |
| 7 | გაიანე ხაჩატურიანი. ფერწერა.მისტიური კომპოზიცია. კომპოზიციის ჭრელ ფონზე, ტილოს მთელ სიგრძეზე გამოსახულია ქალი პროფილში ყვითელი სახით, სადღესასწაულო კოსტიუმში, ჭრელი ქუდით. ტილოს ქვედა ცენტრალურ ნაწილში კაბის ფონზე აღინიშნება წითელი წრე. ფერთა გამა ჭრელია. საქართველო. ტილო, ზეთი. 202 X 152 საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი. დრ–16-(32) | სხ-2939 |
| 8 | გაიანე ხაჩატურიანი. ფერწერა.მისტიური კომპოზიცია. ტილოს მარჯვენა მხარეს მთელ სიგრძეზე გამოსახულია ქალის ფიგურა ჭრელ (ჭარბი წითელი) კოსტიუმში. თავზე ქუდით. მარჯვენა ხელში, თოკზე დაბმული მისტიური ცხოველი. ფერწერის ფერადოვანი გამა ჭრელი. საქართველო. ტილო, ზეთი. 196 X 197 საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი. დრ–12-(34) | სხ-2940 |
| 9 | გაიანე ხაჩატურიანი. ფერწერა.მისტიური კომპოზიცია. მომწვანო მოლურჯო ფონზე, ტილოს მთელ სივრცეზე გამოსახულია მისტიური ფაიტონი, რომელშიც სხედან ქალი ქუდით და ბავშვი. ტილოს მარცხენა ნაწილში ორი ცხენის თავი. ფერწერის ფერადოვანი გამა ჭრელი. საქართველო. ტილო, ზეთი. 201 X 140 საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი. დრ–10-(24) | სხ-2941 |
| 10 | გაიანე ხაჩატურიანი. ფერწერა.მისტიური კომპოზიცია. კომპოზიციის მარჯვენა ნაწილში გამოსახულია მისტიური ფიგურა ადამიანის სახით. მარჯვნივ თეთრი ცეცხლისმფრქვეველი ცხენი, ტილოს ზედა ნაწილში გამოსახულია სამი მისტიური პატარა ზომის ფიგურა ადამიანის სახით. ფერადოვანი გამა ჭრელი. ჭარბი ლურჯი. საქართველო. ტილო, ზეთი. 100 X 182 საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი. დრ–15-(38) | სხ-2942 |
| 11 | გაიანე ხაჩატურიანი. ფერწერა.მისტიური კომპოზიცია. კომპოზიციის ზედა და ქვედა მარცხენა ნაწილი დაყოფილია სხვადასხვა შრეებად, რომელიც დატვირთულია მრავალი მიზანსცენით. ცენტრში პატარა ლურჯი ყვავილი, ყვითელი გულით. ტილოს ქვედა მარჯვენა ნაწილში დატოვებულია ფონი: მუქი მწვანე, შავი, ლურჯი და მოწითალო ფერი. ფერწერის ფერადოვანი გამა ჭრელი. საქართველო. ტილო, ზეთი. 150,5 X 150,5 საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი. დრ–08-(36) | სხ-2943 |
| 12 | გაიანე ხაჩატურიანი. ფერწერა.მისტიური კომპოზიცია. „Прогулка в тени вишневого дерева” გასეირნება ალუბლის ხის ჩრდილში. ნახატის წინა პლანზე ბუნების ფონზე გამოსახულია ორი ადამიანის ფიგურა გრზელი მოსასხამით, თავზე ქუდით, რომლებიც სეირნობენ ჩრდილში. კომპოზიციაში ჭარბობს მკვეთრი მწვანე, ლურჯი და წითელი ფერი. 1996 წ. თბილისი. ტილო, ზეთი. 78 X 104,5 საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი. დრ–01-(10)
| სხ-2944 |
| 13 | გაიანე ხაჩატურიანი. ფერწერა.მისტიური კომპოზიცია. „Синее озеро в тени черного барса“ ლურჯი ტბა შავი ვეფხვის ჩრდილში. ნახატის ცენტრში გამოსახულია ლურჯი პატარ ტბა მის ირგვლივ, წინა პლანზე– შავებში გამოწყობილი ორი ქალი ქუდით. ტბის მეორე ნაპირას დგას შავი ვეფხვი ღია მწვანე ფაფარით. ასევე კიდეებში გამოსახულია სხვადასხვა ფიგურა. კომპოზიციაში ჭარბობს მწვანე, ლურჯი, წითელი, ყვითელი და შავი ფერი. 2005 წ. თბილისი. ტილო, ზეთი. 64 X 109 საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი. დრ–02-(13) | სხ-2945 |
| 14 | გაიანე ხაჩატურიანი. ფერწერა.მისტიური კომპოზიცია. „Портрет Зепет” ზეპეტის პორტრეტი. მომწვანო, მოცისფრო და მოვარდისფრო ფონზე გამოსახულია ადამიანის ფიგურა პროფილში, მომწვანო- მოლურჯო თმით. თავზე მოყვითალო მოწითალო დიდი თმის სამკაულით. ნახატის მარჯვენა და მარცხენა მხარეს გამოსახულია იასამნისფერი დეკორატიული ფორმები. 2005-06 წწ. თბილისი. ტილო, ზეთი. 76 X 65 საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი. დრ–03-(6) | სხ-2946 |
| 15 | გაიანე ხაჩატურიანი. ფერწერა.მისტიური კომპოზიცია. „Муштаид – красный кортеж. Дерево-веер” „მუშტაიდი– წითელი კორტეჟი. ხე–მარაო“. ლურჯ ფონზე ცენტრში გამოსახულია ხე– მარაო. ხის ირგვლივ ჩანს რამოდენიმე ფიგურა. ფერთა გამა: ყვითელი, ჭარბი წითელი, ლურჯი, მწვანე. 2005 წ. თბილისი. ტილო, ზეთი. 81 X 70,5 საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი. დრ–04-(7) | სხ-2947 |
| 16 | გაიანე ხაჩატურიანი. ფერწერა.მისტიური კომპოზიცია. „Шествие с кабаном” „მსვლელობა ტახთან ერთად“. ტილოს მარჯვენა ქვედა ნაწილში გამოსახულია ქალის ფიგურა, შემოსილი სადღესასწაულო ჭრელ კოსტიუმში. მარცხენა ზედა კუთხეში – მისტიური ადამიანის ფიგურა. ტილოს ცენტრი და მარჯვენა ნაწილი დატოვებულია ფონად– მუქი მწვანე, იასამნბისფერი. ფერწერის ფერადოვანი გამა ჭრელი. 1995 წ. თბილისი. ტილო, ზეთი. 201 X 150 საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი. დრ–11-(30) | სხ-2948 |
| 17 | გაიანე ხაჩატურიანი. ფერწერა.მისტიური კომპოზიცია. ტილოს მთელ სიგრძეზე გამოსახულია ადამიანის თავდახრილი ფიგურა პროფილში სადღესასწაულო ქუდით. ფერები: ცისფერი, იისფერი, ყვითელი, წითელი, თეთრი. საქართველო. ტილო, ზეთი. 200 X 150 საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი. დრ–18-(28) | სხ-2949 |
| 18 | გაიანე ხაჩატურიანი. ფერწერა.მისტიური კომპოზიცია. ტილოს თეთრ ფონზე (გრუნტი) გამოსახულია ფაფარაშლილი ლომის კონტურული ფიგურა. მის ქვევით მოჩანს ადამიანის სახე. კონტურები მონაცრისფრო–ხაკისფერ ტონებში. საქართველო. ტილო, ზეთი. 150 X 200 საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი. დრ–19-(29)
| სხ-2950 |
| 19 | გაიანე ხაჩატურიანი. ფერწერა.მისტიური კომპოზიცია. მოყავისფრო ფონზე თეთრი კონტურებით გამოსახულია ადამიანთა და ცხოველთა აბსტრაგირებული ფიგურები. მარცხენა ნაწილში ყვითელი აქცენტია. საქართველო. ტილო, ზეთი. 148 X 200 საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი. დრ–20-(44) | სხ-2951 |
| 20 | გაიანე ხაჩატურიანი. ფერწერა.მისტიური კომპოზიცია. კომპოზიციის ცენტრში წინა პლანზე წრიულ ფორმაზე გამოსახულია ორი ქალის ფიგურა: ერთი დგას, მეორე ზის, ხოლო ნახატის ზედა ნაწილში ორი მისტიური ფიგურა. ფერთა გამა: ჭარბი შავი, მწვანე, ლურჯი, იასამნისფერი. საქართველო. ტილო, ზეთი. 100 X 73 საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი. დრ–06-(9) | სხ-2952 |
| 21 | ზულეიკა ბაჟბეუქ მელიქოვი. ფერწერა. „Гаяне Хачатурян” „გაიანე ხაჩატურიანი“. გაიანე ხაჩატურიანის პორტრეტი. სევდიანი გამოხედვით. ზის, ხელები მუხლებზე აქვს დაწყობილი. მოკლე თმებით. აცვია დიდი საყელოთი მოშავო მონაცრისფრო ქურთუკი. მარჯვენა ქვედა მხარეს ჩანს მოყავისფრო მაგიდის ფრაგმენტი. ფონი გაყოფილია ორ ნაწილად მარჯვნივ მოყვითალო, ხოლო მარცხნივ მომწვანო ფერი. 1963 წ. თბილისი. ფირფიცარი, ზეთი. 70 X 50 საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი. დრ–09-(19) | სხ-2953 |