კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/244
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ გენერალური დირექტორი

ბრძანება №2/244

 

2015 წლის 11 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

 

საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2014 წლის 8 აპრილის №1 ადმინისტრაციული ხელშეკრულების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

ვბრძანებ:

1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი სსიპ – საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში დაცულ ამ ბრძანების დანართში მითითებულ ექსპონატებს .

2. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება .

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა №4).

 

 გენერალური დირექტორის

მოვალეობის შემსრულებელი                                                        დ. ლომიტაშვილი

 

                                                                       დანართი

დასახელება

 

სააღრიცხვო ბარათის №

1.

გაიანე ხაჩატურიანი. ფერწერა.მისტიური კომპოზიცია.

კომპოზიციის ცენტრში წინა პლანზე ნახევრად წრიულ ფორმაზე გამოსახულია ორი ქალი: ერთი დგას, მეორე ზის, ხოლო ნახატის ზედა ნაწილში ორი ფიგურაა. ფერთა გამა: ჭარბი შავი, ყავისფერი, მწვანე, ლურჯი.

ტილო, ზეთი. 115 X 80

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი.

დრ–22-(11)

 

№სხ-257

2.

გაიანე ხაჩატურიანი. ფერწერა.

მოშავო-მოყავისფრო ფონზე მარჯვენა და მარცხენა ნაწილში მოჩანს შენობის დეტალები, ცენტრის ქვედა ნაწილში რამდენიმე საფეხურიანი კიბე, რომელიც გრძელდება ვიწრო გასასვლელით და მთავრდება ოვალური ფორმის ჭრელი კარით. ნახატის მარჯვენა ქვედა ნაწილში გამოსახულია ქალის ფიგურა ოქროსფერი თმით. ფერწერის ფერადოვანი გამა ჭრელი.

 ტილო, ზეთი. 28 X 20

 საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი.

დრ–23-(22)

 

№სხ-258

3.

გაიანე ხაჩატურიანი. ფერწერა.

მოლურჯო, მოცისფრო ფონზე გამოსახულია მორთულ-მოკაზმულ ცხენზე ამხედრებული ქალის ფიგურა პროფილში, მომწვანო- მოლურჯო თავსაბურავით.

ტილო, ზეთი. 76 X 65

 საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი.

დრ–24-(5)

 

 

№სხ-259

4.

გაიანე ხაჩატურიანი. ფერწერა.

კომპოზიციის შინდისფერ ფონზე, გამოსახულია ქალი ანფასში, სადღესასწაულო კოსტიუმით. ნახატის ცენტრში და ქვედა ნაწილში კაბის ფონზე აღინიშნება დაუმთავრებელი თეთრი კონტურული ფიგურები.

 ტილო, ზეთი. 115.5 X 55

 საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი.

დრ–25-(116)

 

№სხ-260

5.

გაიანე ხაჩატურიანი. ფერწერა. მისტიური კომპოზიცია

ტილოს მარცხენა მხარეს გამოსახულია ქალის ფიგურა მუქ სტაფილოსფერ კაბაში, კასრით ხელში, ლურჯი თმებით, თავზე ქუდით. მარჯვენა ნაწილში აღინიშნება ქალის ფიგურა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ჰაერში. ცენტრში უკანა პლანზე მოჩანს თეთრი და ლურჯი ფიგურები. ფერწერის ფერადოვანი გამა ჭრელი.

ტილო, ზეთი. 69.5 X 100

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი.

დრ–26-(8)

 

№სხ-261

6.

გაიანე ხაჩატურიანი. ფერწერა.

კომპოზიციის ცენტრში წინა პლანზე ნახევრადწრიულ ფორმაზე გამოსახულია მწოლირე ქალის ფიგურა, ხოლო მის ზედა ნაწილში წითელი სპილო. ფერთა გამა: ლურჯი, წითელი, მწვანე.

ტილო, ზეთი. 90 X 120

 საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი.

დრ–27-(15)

 

 

№სხ-262

7.

გაიანე ხაჩატურიანი. ფერწერა.

ოთახის ინტერიერი. წინა პლანზე ქვემოდან ცენტრისკენ მოჩანს საწოლი, მოლურჯო-მოყავისფრო გადასაფარებლითა და თეთრი ბალიშებით, მარჯვენა ნაწილში ფარდის ფრაგმენტი, ხოლო მარცხენა მხარეს კარადა თაროებითა და ნივთებით. ფერთა გამა: ლურჯი, ცისფერი, ყავისფერი.

ტილო, ზეთი. 20 X 26.5

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი.

დრ–28-(21)

№სხ-263

8.

გაიანე ხაჩატურიანი. ფერწერა.

ოთახის ინტერიერი. მოყავისფრო-მოშინდისფრო ფონზე გამოსახულია თეთრი, ყვითელი, მწვანე, სტაფილოსფერი ფარდა და ავეჯი.

ტილო, ზეთი. 26 X 20,4

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი.

დრ–29-(75)

 

 

№სხ-264