საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობ ი ს
განკარგულება№364
2005 წლის 8 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ
2005 წლის სექტემბერში ქ. თბილისში დაგეგმილი პროგრამა „პატრიოტის“მონაწილეთა ახალგაზრდული ფორუმის ორგანიზებისათვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს გამოუყოს 230 000 (ორას ოცდაათი ათასი) ლარი, მათ შორის ფორუმში მონაწილეთა ტრანსპორტირებისათვის – 130 000 (ას ოცდაათი ათასი) ლარი და ფორუმის მონაწილეთა ერთჯერადი დახმარებისათვის – 100 000 (ასი ათასი) ლარი (ერთ ახალგაზრდა პატრიოტზე 10 ლარის ოდენობით).
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი