„საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5943
სარეგისტრაციო კოდი
110.080.000.05.001.003.170
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 8, 28/03/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

 „საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998, გვ. 6) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   ,,მუხლი 13

1. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში მოსამართლის არყოფნისას ან განსახილველ საქმეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად აღნიშნულ სასამართლოში მიავლინოს სააპელაციო სასამართლოს ან სხვა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იმავდროულად სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებს იმ სასამართლოში, სადაც იგი დანიშნულია კანონით დადგენილი წესით.

2. სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის არყოფნისას ან განსახილველ საქმეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად აღნიშნულ სასამართლოში მიავლინოს სხვა სააპელაციო სასამართლოს ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იმავდროულად სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებს იმ სასამართლოში, სადაც იგი დანიშნულია კანონით დადგენილი წესით.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრება განხორციელდეს 2010 წლის 1 იანვრამდე.“.

მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 19 მარტი.

№5943–რს

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.03.2008.
როდის იქნა მიღებული „საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 19.03.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5943. სარეგისტრაციო კოდი — 110.080.000.05.001.003.170.
სად არის „საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.03.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №5943, 19.03.2008, სარეგისტრაციო კოდი 110.080.000.05.001.003.170 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.03.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/20890/