საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს მიერ 2009 წლის მოსახლეობის ურგენტული მომსახურებისა და ფსიქიატრიული მომსახურების სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№295
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 14/04/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №295

2009 წლის 14 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს მიერ 2009 წლის მოსახლეობის ურგენტული მომსახურებისა და ფსიქიატრიული მომსახურების სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების თაობაზე

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანო­ნის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე” ქვეპუნქტის შესაბამისად საქართვე­ლოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინის­ტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სახელმ­წიფო საქვეუწ­ყებო დაწესებულებამ – ჯანმრთელობისა და სო­ციალური პროგრა­მების სააგენტომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯე­ტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემდეგი პროგრამების ასიგ­ნებათა ფარგ­ლებ­ში ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განახორციელოს სახელ­მწიფო შესყიდვები:

ა) „მოსახლეობის ურგენტული მომსახურების სახელმწიფო პროგრამით” (ორგანიზაციული კოდი – 35 18 02 09) განსაზ­ღვ­რუ­ლი მომსახურების (პათომორფოლოგიური და ბიოფსიური მა­სა­ლე­ბის კვლევების გარდა);

ბ) „ფსიქიატრიული მომსახურების სახელმწიფო პროგრა­მით” (ორგანიზაციული კოდი – 35 18 02 01) განსაზღვრული მომ­სახუ­რების (ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ქვეკომპონენტის გარ­და).

 

პრემიერ-მინისტრი                                  ნიკა გილაური