საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს მიერ 2009 წლის ფთიზიატრიული მომსახურების და ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№410
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 05/06/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №410

2009 წლის 5 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს მიერ 2009 წლის ფთიზიატრიული მომსახურების და ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების თაობაზე

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანო­ნის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე” ქვეპუნქტის შესაბამისად სა­ქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ჯანმრთელობისა და სოციალუ­რი პროგრამების სააგენტომ „საქართველოს 2009 წლის სახელ­მწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი პროგრამებით გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარ­გლებ­ში ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განახორ­ციე­ლოს შემდეგი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა:

ა) „ფთიზიატრიული მომსახურების სახელმწიფო პროგრა­მით” (ორგანიზაციული კოდი – 35 18 02 02) განსაზღვრული მომ­სახურების (რეფერენს კონტროლის, ზედამხედველობის (სუპერ­ვიზია) და DOT სამსახურის უზრუნველყოფის კომპონენტების გარ­და);

ბ) „ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნა­ლობის სახელმწიფო პროგრამით” (ორგანიზაციული კოდი – 35 18 02 07) განსაზღვრული მომსახურების (ონკოინკურაბელურ პაციენტთა სტაციონარული პალიატიური მზრუნველობის კომპო­ნენტის გარდა).

 

პრემიერ-მინისტრი                                              ნიკა გილაური