საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№402
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 28/05/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №402

2009 წლის 28 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ

1. ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის შესაბამი­სად საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს გ. ხუროშვილს მიეცეს თანხმობა, რომ საქართველოს პარლამენტი­დან გამოითხოვოს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონ­მდებლო ინიციატივის წესით წადგენილი კანონპროექტები: ,,პა­ტიმრობის კოდექსი”, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქარ­თვე­­ლოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე”, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შე­ტანის თაობაზე”, ,,საგანმანათლებლო და სააღმზრდელო და­წე­სებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ” საქარ­თველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე”, ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლი­ლების შეტანის თაობაზე”, ,,სპორტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, ,,საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაო­ბაზე”, ,,სახალხო დამცველის შესახებ” საქართველოს ორგა­ნულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, ,,საქარ­თვე­ლოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”, ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კა­ნონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, ,,სახელმწიფო სპე­ციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლი­ლებების შეტანის თაობაზე”, ,,ადამიანით ვაჭრობის (ტრეფი­კინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონ­ში ცვლილების შეტანის თაობაზე”, ,,საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კა­ნონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, ,,პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, ,,რეფერენდუმის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაო­ბაზე”, ,,საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს სა­არ­ჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, ,,საბიბ­ლიოთეკო საქმის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლი­ლების შეტანის თაობაზე”, ,,სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომ­ლო­ბის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაო­ბაზე”, ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე”, ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, ,,საკონსტიტუციო სამარ­თალ­წარმოების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, ,,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე”, ,,სამოქალაქო აქტე­ბის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლი­ლებების შეტანის თაობაზე”, ,,ობოლ და მშობელთა მზრუნვე­ლობამოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, ,,პაცი­ენტის უფლებების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილე­ბების შეტანის თაობაზე”, ,,საპარლამენტო ფრაქციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, ,,ოპე­რატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კა­ნონ­ში ცვლილების შეტანის თაობაზე”, ,,საქართველოს პარ­ლამენტის წევ­რის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, ,,ადამიანის იმუნოდეფიციტის ვი­რუსით ინფექციის (შიდსის) პროფილაქტიკის შესახებ” სა­ქარ­თველოს კა­ნონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, ,,ფსი­ქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, ,,განსაკუთრებული მნიშვნე­ლობის და სტრა­ტეგიული დანიშნულების ობიექტების საინჟინ­რო-გეოდეზიური კონტროლისა და უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კა­ნონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, ,,ჯან­მრ­თელობის დაც­ვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლი­ლებების შეტანის თაობაზე”, ,,მშენებლობის ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერე­ბების, პრეკურსორე­ბისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაო­ბაზე”, ,,სახელმწიფო კომ­პენსაციისა და სახელმწიფო აკადემი­ური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტუ­რის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” სა­ქართველოს კანონში ცვლი­ლების შეტანის თაობაზე” (საქარ­თველოს პარლამენტში წარ­დგენის თარიღია 28.03.07 წ. № 1/83).

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქარ­თველოს მთავრო­ბის 2009 წლის 10 მარტის № 182 განკარ­გულება „გ. ჩახ­ნა­შვილის სა­ქარ­­თვე­­ლოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარ­დგე­ნილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვ­ნის შესახებ”.

 

 პრემიერ-მინისტრი      ნიკა გილაური