,,შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის“ საგურამო-წითელი ხიდის მონაკვეთზე არსებული 700-800 მმ მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციისათვის საბიუჯეტო სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 7 ოქტომბრის №473 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№479
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 30/07/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობ ი ს

განკარგულება№479

2008 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

,,შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის“საგურამო-წითელი ხიდის მონაკვეთზე არსებული 700-800 მმ მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციისათვის საბიუჯეტო სესხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2006 წლის 7 ოქტომბრის № 473 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. ,,შპს ,,საქართველოს ნავ­თო­ბისა და გაზის კორპორა­ციისათვის“საგურამო-წითელი ხიდის მონაკვეთზე არსებული 700-800 მმ მაგისტრალური გაზსადე­ნის რეაბილიტაციისათვის საბიუჯეტო სესხის გამოყოფის შესა­ხებ“საქართველოს მთავ­რობის 2006 წლის 7 ოქტომბრის №473 გან­­კარ­გულებაში შეტა­ნილ იქნეს ცვლილება და დაემატოს 41, 42 და 43 პუნქ­ტები:

,,41. შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორ­პო­რა­ცია“უფლებამ ო სილია გამოყოფილი სესხის ხარჯზე შეძე­ნილი დ=700 მმ-იანი მილები და მისი შესაბამისი ფასონური ნაწილები გამოიყენოს როგორც,,ვლადიკავკაზ – თბილისის“დ=700 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის 66-ე და 197-ე კმ-ზე განსახორ­ციე­ლებელი გადაუდებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სა­მუ­შაოებისათვის, ისე საჭიროებისამებრ, მომა­ვალში განსახორ­ციელებელი გადაუდებელი სამშენებლო-სა­რეა­ბი­ლიტაციო სამუ­შაო­ები­სათვის.

4 2 . შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორ­პო­რაციამ“ 41 პუნქტის მიხედვით ,,ვლადიკავკაზ – თბილისის“დ=700 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის 66-ე და 197-ე კმ-ზე განსახორციელებელი გადაუდებელი სამშენებლო-სარეაბი­ლიტა­ციო სამუშაოებისათვის და ასევე, მომავალში განსახორ­ციე­ლებელი გადაუდებელი სამშენებლო-სარეაბი­ლი­ტაციო სა­მუ­შაოებისათვის გამოყენებული საგურამო-წითელი ხიდის რეაბი­ლიტაციისათვის საჭირო მილები და მისი შესაბამისი ფა­სო­ნური ნაწილები შეიძინოს საკუთარი სახს­რებით.

43. ამ განკარგულების 41 და 42 პუნქტე­ბის შე­სა­­ბა­მისად,საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქარ­თველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან“ერთად უზრუნველყოს შპს ,,საქარ­თველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან“გაფორმებულ სასესხო ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილე­ბე­ბის შეტანა.”.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღი­დან.

პრემიერ-მინისტრი          ვ. გურგენიძე