2008-2009 წლის ზამთრის სეზონთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის, მათ შორის რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული კომპაქტურად განსახლებული მოსახლეობის სათბობი შეშით მომარაგების ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№655
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 08/10/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №655

2008 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

2008-2009 წლის ზამთრის სეზონთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის, მათ შორის რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული კომპაქტურად განსახლებული მოსახლეობის სათბობი შეშით მომარაგების ღონისძიებათა შესახებ

1. 2008-2009 წლის ზამთრის სეზონთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის, მათ შორის რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული კომპაქტურად განსახლებული მოსახლეობის სათბობი შეშით მომარაგების მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (ი. ღვალაძე) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის მეშვეობით კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს დამატებით 130000 მ3 საშეშე მერქნის მისაღებად საჭირო ტყეკაფის გამოყოფის სამუშაოთა შესრულება.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – სატყეო დეპარტამენტმა უზრუნველყოს რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული კომპაქტურად განსახლებული მოსახლეობის სათბობი შეშით მოსამარაგებლად საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ვ. ვარძელაშვილის მიერ განსაზღვრულ ადგილებზე 6000 მ3 საშეშე მერქნის ტრანსპორტირება და დასაწყობება.

3. ნება დაერთოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სატყეო დეპარტამენტს ამ განკარგულების პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული სამუშაოების შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე