საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიგნების გამოყოფის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№482
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 30/07/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობ ი ს

განკარგულება№482

2008 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიგნების გამოყოფის თაობაზე

 1. ადგილობრივი წყლის კომპანიების მიერ 2008 წლის ივნისში მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-14 პუნქტით ადგილობრივი წყლის კომპანიების მხარდაჭერის ღონისძიებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებიდან მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს გამოუყოს 439 500 (ოთხას ოცდაცხრამეტი ათას ხუთასი) ლარი დანართის შესაბამისად.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                  ვ. გურგენიძე

დანართი

 

მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი

ქალაქები

 

თანხა (ლარობით)

 

თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი

350,0

ჭიათურის მუნიციპალიტეტი

39,0

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

46,5

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

4,0

სულ

439,5