„ქვემო ქართლის მხარეში შემავალი თვითმმართველი ერთეულების გამგეობების, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის №30 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №37
2007 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
„ქვემო ქართლის მხარეში შემავალი თვითმმართველი ერთეულების გამგეობების, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის №30 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის თანახმად, „ქვემო ქართლის მხარეში შემავალი თვითმმართველი ერთეულების გამგეობების, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის №30 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. განკარგულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოუყოს 674 400 (ექვსას სამოცდათოთხმეტი ათას ოთხასი) ლარი ქ. სიღნაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაპროექტების დასაფინანსებლად.“.
2. განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით.“.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი