„ქვემო ქართლის მხარეში შემავალი თვითმმართველი ერთეულების გამგეობების, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის №30 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№229
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 5, 16/05/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №229

2007 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

„ქვემო ქართლის მხარეში შემავალი თვითმმართველი ერთეულების გამგეობების, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის №30 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად,„ქვემო ქართლის მხარეში შემავალი თვით­მმართველი ერთეულების გამგეობების, სიღნაღის მუნიცი­პა­ლიტეტის გამგეობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის საქართველოს სახელ­მწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქარ­თველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის №30 განკარ­გულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტის „ა“ქვეპუნ­ქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ქ. რუსთავის მერიას ინფრასტრუქტურის განვითა­რებისათვის გამოუყოს – 4 991 468 (ოთხი მილიონ ცხრაას ოთხმოცდათერთმეტი ათას ოთხას სამოცდარვა) ლარი:

ა.ა) ტაშკენტის ქუჩის გზის საფარის აღდგენის, სანი­აღვრე და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციისათვის;

ა.ბ) თოდრიას II ჩიხის გზის საფარის, წყალსადენის აღდგენის, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის რეაბი­ლიტაციისათვის;

ა.გ) თოდრიას III ჩიხის გზის საფარის, წყალსადენის აღდგენის, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის რეაბი­ლიტაციისათვის;

ა.დ) ქუთაისის ქუჩის გზის საფარის აღდგენის, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციისათვის;

ა.ე) ლეონიძის ქუჩის გზის საფარის აღდგენის, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციისათვის;

ა.ვ) XVII მ/რაიონის გზის საფარის აღდგენისათვის;

ა.ზ) XII მ/რაიონის გზის საფარისა და წყალსადენის აღდგენისათვის;

ა.თ) მესხიშვილის I გასასვლელის გზის საფარისა და წყალსადენის აღდგენისათვის;

ა.ი) მაიაკოვსკის ქუჩის გზის საფარის, წყალსადენის აღდგენის, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის რეაბი­ლიტაციისათვის;

ა.კ) ტაშკენტის მოედნის წყალსადენის რეაბილი­ტაციისათვის;

ა.ლ) ქუთაისის მოედნის საფეკალო კანალიზაციისა და სანიაღვრე ქსელის მოსაწყობად.“.

პრემიერ-მინისტრი                     ზ. ნოღაიდელი