„ქვემო ქართლის მხარეში შემავალი თვითმმართველი ერთეულების გამგეობების, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის №30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №364
2007 წლის 11 ივლისი
ქ. თბილისი
„ქვემო ქართლის მხარეში შემავალი თვითმმართველი ერთეულების გამგეობების, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის №30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის თანახმად „ქვემო ქართლის მხარეში შემავალი თვითმმართველი ერთეულების გამგეობების, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბ-ლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქარ-თველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის №30 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგუ-ლების პირველი პუნქტის „ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ა) ქ. რუსთავის მერიას ინფრასტრუქტურის განვითარებისავთის გამოუყოს – 4 991 468 (ოთხი მილიონ ცხრაას ოთხმოცდათერთმეტი ათას ოთხას სამოცდარვა) ლარი:
ა.ა) ტაშკენტის ქუჩის გზის საფარის აღდგენის, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციისათვის;
ა.ბ) თოდრიას II ჩიხის გზის საფარის, წყალსადენის აღდგენის, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციისათვის;
ა.გ) თოდრიას III ჩიხის გზის საფარის, წყალსადენის აღდგენის, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციისათვის;
ა.დ) ქუთაისის ქუჩის გზის საფარის აღდგენის, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციისათვის;
ა.ე) ლეონიძის ქუჩის გზის საფარის აღდგენის, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციისათვის;
ა.ვ) XVII მ/რაიონის გზის საფარის აღდგენისათვის;
ა.ზ) XII მ/რაიონის გზის საფარისა და წყალსადენის აღდგენისათვის;
ა.თ) მესხიშვილის I გადასასვლელის გზის საფარისა და წყალსადენის აღდგენისათვის;
ა.ი) მაიაკოვსკის ქუჩის გზის საფარის, წყალსადენის აღდგენისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციისათვის;
ა.კ) ტაშკენტის მოედნის წყალსადენის რეაბილიტაციისათვის;
ა.ლ) ქუთაისის მოედნის ფეკალური კანალიზაციისა და სანიაღვრე ქსელის მოსაწყობად;
ა.მ) ქ. რუსთავის XV მ/რაიონის შიდა კვარტალური გზის საფარის სრული რეაბილიტაციისათვის და XV მ/რაიონის შიდა კვარტალური წყალსადენის რეაბილიტაციისათვის.“.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი