საქართველოს მთავრობის ზოგიერთი განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№360
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 7, 05/07/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№360

2007 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის ზოგიერთი განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „კომპანია „თრამეხ“-ის მიერ საქართველოს მთავრობის მიმართ პრეტენზიებთან დაკავშირებულ საკითხთა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“საქართველოს მთარობის 2004 წლის 9 ოქტომბრის №144 განკარგულება;

ბ) ё1991-1992 წლებში ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მომხდარი კონფლიქტის გამო ბორჯომის რაიონიდან დროებით გადაადგილებულ პირთა უკან დაბრუნების პრობლემის მოგვარების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №336 განკარგულება;

გ) „ქალაქ ბათუმში ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატის გამართვის ხელშემწყობი კომისიის შექმნის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 სექტემბრის №458 განკარგულება;

დ) „EXPO 2005“მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის ორგანიზების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 14 მაისის №26 განკარგულება;

ე) „შპს „საქინფორმის“ფოტოქრონიკის არქივის სახელმწიფო უწყებისათვის გადასაცემად სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2006 წლის 18 ივლისის №345 განკარგულება;

ვ) „შავიზღვისპირეთში ნაპირების ეროზიის პრობლემების შემსწავლელი და მათი გადაწყვეტის ღონისძიებათა შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2006 წლის 24 მარტის №136 განკარგულება;

ზ) „საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა რეორგანიზაციის საკითხის შემსწავლელი და წინადადებათა შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 სექტემბრის №398 განკარგულება;

თ) „რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის შეხვედრისა და რუსეთ-საქართველოს ბიზნეს-ფორუმის ორგანიზებასთან დაკავშირებით სამთავრობო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 სექტემბრის №384 განკარგულება;

ი) „სომხეთის ატომური ელექტროსადგურის საჭიროებისათვის ბირთვული საწვავის ტრანსპორტირების უსაფრთხოების საკითხთა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 9 ივნისის №233 განკარგულება;

კ) „ქ. ლონდონის საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ 1999 წლის 6 მაისს „საქნავთობპროდუქტის“საქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 22 აპრილის №144 განკარგულება;

ლ) „საქართველოს მაღალმთიან რაიონებში სტიქიისაგან მიყენებული ზარალის შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №59 განკარგულება;

მ) „საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების რეორგანიზაციის საკითხის შემსწავლელი და წინადადებათა შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2004 წლის 6 ნოემბრის №169 განკარგულება;

ნ) „ქვეყანაში სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის №156 განკარგულება;

ო) „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივლისის №63 განკარგულება;

პ) „ბორჯომის რაიონის სოფელ დგვარში არსებული პრობლემების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №43 განკარგულება;

ჟ) „ხადორის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2004 წლის 14 მაისის №25 განკარგულება;

რ) „ქ. ფოთთან მდინარე რიონზე ავარიული წყალგამყოფი ჰიდროკვანძის აღდგენა-გამაგრების პირველი რიგის გადაუდებელ ღონისძიებათა განსახორციელებელი კომისიის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 მარტის №3 განკარგულება;

ს) „დავით ციმაკურიძის დამკრძალავი კომისიის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 მაისის №215 განკარგულება.

პრემიერ-მინისტრი                              ზ. ნოღაიდელი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს მთავრობის ზოგიერთი განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მთავრობის ზოგიერთი განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.07.2007.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს მთავრობის ზოგიერთი განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“?
„საქართველოს მთავრობის ზოგიერთი განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ მიღებულია 05.07.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №360. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „საქართველოს მთავრობის ზოგიერთი განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.07.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მთავრობის ზოგიერთი განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“, №360, 05.07.2007, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.07.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2058411/