დავით ციმაკურიძის დამკრძალავი კომისიის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №215
2006 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
დავით ციმაკურიძის დამკრძალავი კომისიის შესახებ
1. შეიქმნას გამოჩენილი ქართველი სპორტსმენის – საქართველოს პირველი ოლიმპიური ჩემპიონის, სპორტის დამსახურებული ოსტატის, ყოფილი საბჭოთა კავშირის შვიდგზის ჩემპიონის, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენების კავალრის დავით ციმაკურიძის დამკრძალავი კომისია შემდეგი შემადგენლობით: ზურაბ ნოღაიდელი (კომისიის თავმჯდომარე), გიორგი გაბაშვილი, გიორგი გალდავა, კახა გეწაძე, ვლადიმერ ვარძელაშვილი, ემზარ ზენაიშვილი, ლუკა კურტანიძე, დავით ნამგალაური, გურამ საღარაძე, რობერტ შავლაყაძე, რაფაელ ჩიმიშკიანი, ლერი ხაბელოვი, მზია ჯუღელი.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს გამოუყოს 5 000 (ხუთი ათასი) ლარი დავით ციმაკურიძის ოჯახისათვის ფინანსური დახმარების გასაწევად.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „დავით ციმაკურიძის დამკრძალავი კომისიის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „დავით ციმაკურიძის დამკრძალავი კომისიის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.05.2006.
- როდის იქნა მიღებული „დავით ციმაკურიძის დამკრძალავი კომისიის შესახებ“?
- „დავით ციმაკურიძის დამკრძალავი კომისიის შესახებ“ მიღებულია 11.05.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №215. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „დავით ციმაკურიძის დამკრძალავი კომისიის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.05.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „დავით ციმაკურიძის დამკრძალავი კომისიის შესახებ“, №215, 11.05.2006, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.05.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2051682/