საქართველოს მთავრობის 2007 წლის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№46
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 2, 01/02/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №46

2007 წლის 1 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის 2007 წლის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის რეგლამენტის 48-ე მუხლის შესაბამისად:

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის გ. ხუროშვილის ინფორმაცია საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და მისი შემდგომი სრულყოფის შესახებ.

2. დამტკიცდეს საქართველოს მთავრობის 2007 წლის კანონშემოქმედებითი საქმიანობის თანდართული გეგმა (შემდგომში – გეგმა) და წარედგინოს საქართველოს პარლამენტს განსახილველად.

3. საქართველოს კანონთა პროექტების მომზადება განისაზღვროს საქართველოს სამინისტროების საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად.

4. საქართველოს საკანონმდებლო აქტების გარდამავალი დებულებებითა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებებით გათვალისწინებულ შესაბამის დავალებათა დროულად შესრულებისათვის მინისტრებმა პირადი კონტროლი დაუწესონ აღნიშნული საკითხების გადაწყვეტას და სათანადო ინფორმაცია წარუდგინონ საქართველოს მთავრობის კანცელარიას.

5. საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის კოორდინირებული მუშაობის მიზნით საქართველოს სამინისტროების საპარლამენტო მდივნებმა გაააქტიურონ მუშაობა საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან.

6. საქართველოს სამინისტროებმა უზრუნველყონ:

ა) გეგმით გათვალისწინებული კანონპროექტების მომზადება და საქართველოს მთავრობის კანცელარიაში დროულად წარდგენა;

ბ) მომზადებული და საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარსადგენი კანონპროექტების ელექტრონული ვერსიების წარდგენა;

გ) საქართველოს პარლამენტიდან მიღებული კანონპროექტების შესახებ დასკვნების მომზადება და საქართველოს მთავრობის კანცელარიაში წარდგენა შვიდ დღეში.

ამ ვადაში დასკვნის წარმოუდგენლობის შემთხვევაში კანონპროექტი სამინისტროს ჩაეთვლება მოწონებულად.

7. საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინირებულად წარმართვის მიზნით სამინისტროში მომზადებული და საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარსადგენი კანონპროექტები საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილულ იქნეს საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის შესაბამისი დასკვნისა და საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის გ. ხუროშვილის მიერ სავალდებულო ვიზირების შემდეგ.

8. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გ. ხუროშვილმა.

პრემიერ-მინისტრი                                                           ზ. ნოღაიდელი

 

 

 

 

საქართველოს მთავრობის 2007 წლის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმა

 

პირველი კვარტალი

 

კანონპროექტი

სამინისტრო

 

1

ფოსტის შესახებ

ეკონომიკური განვითარების

სამინისტრო

2

საქართველოს წინასწარი პატიმრობისა და

საპატიმრო სასჯელთა აღსრულების კოდექსი

იუსტიციის სამინისტრო

3

„უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა

და დამატებების შეტანის თაობაზე

იუსტიციის სამინისტრო

4

„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ

გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

იუსტიციის სამინისტრო

5

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს

კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

იუსტიციის სამინისტრო

6

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა

და პრობაციის შესახებ

იუსტიციის სამინისტრო

7

სახელმწიფო დაქტილოსკოპიური რეგისტრაციის

შესახებ

იუსტიციის სამინისტრო

8

საექსპერტო საქმიანობის შესახებ

იუსტიციის სამინისტრო

9

„შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ” საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

კულტურის, ძეგლთა დაც-

ვისა და სპორტის სამინისტრო

10

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე

კულტურის, ძეგლთა დაც-

ვისა და სპორტის სამინისტრო

11

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ”

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის

თაობაზე

კულტურის, ძეგლთა დაც-

ვისა და სპორტის სამინისტრო

12

„ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო

მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონში

ცვლილების შეტანის თაობაზე

კულტურის, ძეგლთა დაც-

ვისა და სპორტის სამინისტრო

13

ლტოლვილთა და დროებითი თავშესაფრის

შესახებ

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო

14

დიპლომატიური სამსახურის შესახებ (ახალი

რედაქცია)

საგარეო საქმეთა სამინისტრო

15

„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის

შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების

შეტანის თაობაზე

საგარეო საქმეთა

სამინისტრო

16

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ფინანსთა სამინისტრო

17

„ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

ფინანსთა სამინისტრო

18

ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო

სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

19

„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი

თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს

კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო

20

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო.

 

მეორე კვარტალი

 

კანონპროექტი

სამინისტრო

21

მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

22

„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვი-თარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

23

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს

კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

24

„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

25

გარემოზე ზემოქმედების ნებართვების შესახებ

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი

რესურსების სამინისტრო

26

სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი

რესურსების სამინისტრო

27

„გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს

კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი

რესურსების სამინისტრო

28

სამშენებლო კოდექსი

ეკონომიკური განვითარების სამინისტრო

29

ელექტრონული კომერციის შესახებ

ეკონომიკური განვითარების სამინისტრო

30

ელექტრონული დოკუმენტის შესახებ

ეკონომიკური განვითარების სამინისტრო

31

იურიდიული განათლების შესახებ

იუსტიციის სამინისტრო

32

თანამდებობის პირების ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ

იუსტიციის სამინისტრო

33

სამოქალაქო იარაღის ბრუნვის შესახებ

იუსტიციის სამინისტრო

34

ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მოწყობილობის შესახებ

იუსტიციის სამინისტრო

35

იარაღის სახელმწიფო კადასტრის შესახებ

იუსტიციის სამინისტრო

36

„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი

თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს

კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ფინანსთა სამინისტრო

37

„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქარ-

თველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ფინანსთა სამინისტრო

38

„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების

შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების

შეტანის თაობაზე

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამინისტრო

39

„საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ”

საქართველოს კანონში ცვლილებებისა და

დამატებების შეტანის თაობაზე

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

 

40

„რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონში

ცვლილებებისა და დამატებების შეტანის

თაობაზე

შრომის, ჯამრთელობისა და

სოციალური დაცვის

სამინისტრო

41

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო.

 

 

მესამე კვარტალი

 

კანონპროექტი

სამინისტრო

 

42

სასარგებლო წიაღისეულის შესახებ

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი

რესურსების სამინისტრო

43

რადიოაქტიურ ნივთიერებათა გადაზიდვების

შესახებ

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

44

გარეული ცხოველების შესახებ

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

45

„სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს

კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

იუსტიციის სამინისტრო

46

„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

იუსტიციის სამინისტრო

47

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებისა

და დამატებების შეტანის შესახებ

იუსტიციის სამინისტრო

48

,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა

შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა

და დამატებების შეტანის თაობაზე

ლტოლვილთა და განსახ-

ლების სამინისტრო

49

მეცხოველეობის შესახებ

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

50

„საშენი მეცხოველეობის შესახებ” საქართველოს

კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების

თაობაზე

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

51

„მეფუტკრეობის შესახებ” საქართველოს კანონის

ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

52

საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ

ფინანსთა სამინისტრო

53

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

შრომის, ჯანმრთელობისა და

სოციალური დაცვის სამინისტრო

54

„იარაღის შესახებ” საქართველოს კანონში

ცვლილებებისა და დამატებების შეტანის

თაობაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო

55

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალ-

დარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო.

 

 

მეოთხე კვარტალი

 

კანონპროექტი

სამინისტრო

 

56

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

განათლების და მეცნიერების სამინისტრო

57

„წყლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა

და დამატებების შეტანის თაობაზე

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი

რესურსების სამინისტრო

58

 

 

ნარჩენების შესახებ

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი

რესურსების სამინისტრო

59

რადიოაქტიურობისა და რადიოაქტიური ნარჩენების საცავების შესახებ

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი

რესურსების სამინისტრო

60

გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური

ფაუნისა და ფლორის სახეობებით სარგებლობისა და ვაჭრობის შესახებ

გარემოს დაცვისა და ბუნებრივირივი რესურსების სამინისტრო

61

სამოქალაქო რეესტრის წარმოების წესის შესახებ

იუსტიციის სამინისტრო

62

კულტურის შესახებ (ახალი რედაქცია)

კულტურის, ძეგლთა დაცვისა

და სპორტის სამინისტრო

63

„სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის

შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის

უკვდავყოფის შესახებ” საქართველოს კანონში

ცვლილების შეტანის თაობაზე

შრომის, ჯანმრთელობისა და

სოციალური დაცვის სამინისტრო

64

ვეტერინარიის შესახებ

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

65

„ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების

აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ” საქართველოს

კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

66

„ნიადაგის დაცვის შესახებ” საქართველოს

კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების

თაობაზე

სოფლის მეურნეობის

სამინისტრო

67

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის

საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონში

ცვლილებებისა და დამატებების შეტანის

თაობაზე

სოფლის მეურნეობის

სამინისტრო

68

„ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს

კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის

თაობაზე

სოფლის მეურნეობის

სამინისტრო

69

„მიწების მელიორაციის შესახებ” საქართველოს

კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის

თაობაზე

სოფლის მეურნეობის

სამინისტრო

70

საქართველოს მოსაკრებლების კოდექსი

ფინანსთა სამინისტრო

71

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა

და დამატებების შეტანის შესახებ

ფინანსთა სამინისტრო

72

საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა

და დამატებების შეტანის შესახებ

ფინანსთა სამინისტრო

73

,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ფინანსთა სამინისტრო

74

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების

შეტანის თაობაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო.