ცალკეულ შემთხვევაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №769
2009 წლის 22 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ცალკეულ შემთხვევაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრის შესახებ
ამ განკარგულების დანართში მითითებულ სალიცენზიო ობიექტებზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრისას ლიცენზიის გამცემის მიერ სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის 5 წელზე მეტი ვადის დადგენის შემთხვევაში, ლიცენზიის გამცემმა საწყისი ფასის განსაზღვრის დროს გამოიყენოს ,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ფორმულა და ლიცენზიით გათვალისწინებული P – კატეგორიის სასარგებლო წიაღისეულისა (გარდა ქვიშა-ხრეშისა) და Q – ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის მთლიანი მოცულობა გამოიანგარიშოს A – კატეგორიის სასარგებლო წიაღისეულის შესაბამის კოეფიციენტზე ნამრავლით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დანართი
| ობიექტის № | ქალაქი, მუნიციპალიტეტი, სოფელი ან დასახლებული პუნქტი | საბადო ან გამოვლინება | კატეგორია | მოსაპოვებე ლი წიაღისეულის ჯამური მოცულობა | აუქციონის საწყისი ფასი (ლარი) |
| 1 | სენაკი, სოფელი ძველი სენაკი | ,,ძველი სენაკის“ კირქვის (საღორღე) გამოვლინება | P | 360 000 მ3 | 72 270 |
| 2 | ადიგენი, სოფელი კოტატბა | ,,კოტატბის“ ანდეზიტო-ბაზალტის გამოვლინება | P | 825 000 მ3 | 258 197 |
| 3 | დუშეთი, სოფელი როშკა | ,,აბუდელაურის“ ბრექჩირებული დიაბაზის (მოსაპირკეთებელი) გამოვლინება | P | 685 800 მ3 | 214 633 |
| 4 | მარნეული, სოფელი ყიზილაჯლო |
ბაზალტის გამოვლინება | P | 738 000 მ3 | 230 969 |
| 5 | თეთრიწყარო, სოფელი დიდი დურნუკი | ,,დურნუკის“ ბაზალტის გამოვლინება | P | 309 000 მ3 | 96 707 |
| 6 | თეთრიწყარო, სოფელი დურნუკი | ,,დურნუკის“ ბაზალტის გამოვლინება | P | 360 900 მ3 | 112 950 |
| 7 | ჩოხატაური, სოფელი სამება | ,,სამების“ მიკროტუფობრექჩიების (მოსაპირკეთებელი) გამოვლინება | P | 870 000 მ3 | 272 281 |
| 8 | ტყიბული, სოფელი კურსები | ,,კურსების“ ტეშენიტის გამოვლინება | P | 239 000 მ3 | 74 799 |
| 9 | ადიგენი, სოფელი ლელოვანი | ლელოვნის ანდეზიტო-დაციტის გამოვლინება | P | 447 000 მ3 | 139 896 |
| 10 | ახალქალაქი, სოფელი მურჯახეთი | ყულალისის ბაზალტის (დოლერიტის) გამოვლინება | P | 931 200 მ3 | 291 435 |
| 11 | წყალტუბო, სოფელი ოფურჩხეთი | ოფურჩხეთის ტეშენიტის გამოვლინება | P | 750 000 მ3 | 292 369 |
| 12 | ნინოწმინდა, სოფელი ყულალისი | ყულალისის ბაზალტის (დოლერიტი) გამოვლინება | P | 367 000 მ3 | 114 859 |
| 13 | ტყიბული, სოფელი ოხომირა | ,,ოხომირას“ ტეშენიტის გამოვლინება | P | 215 500 მ3 | 67 444 |
| 14 | ჩოხატაური, სოფელი ქვაბღა | ,,ქვაბღის“ ანდეზიტო-ბაზალტის გამოვლინება | P | 104 500 მ3 | 32 705 |
| 15 | ოზურგეთი, სოფელი ვაკიჯვარი | ,,ვაკიჯვრის“ სიენიტ-დიორიტის (საღორღე) გამოვლინება | P | 421 500 მ3 | 52 766 |
| 16 | ახალქალაქი, სოფელ ხავეტის მიმდებარე ტერიტორია | ხავეტის მინერალური წყაროს წყალი (ჩამოსასხმელი) | P | 16 მ3/დღღ | 113 252 |
| 17 | მარტვილი, სოფელ ტალერის მიმდებარე ტერიტორია | ჭაბურღილის მტკნარი წყალი (ჩამოსასხმელი) | P | 100 მ3/დღღ | 943 766 |
| 18 | შუახევი, სოფელ ოლიდაურის მიმდებარე ტერიტორია | წყაროს მტკნარი წყალი (ჩამოსასხმელი) | P | 17,5 მ3/დღღ | 165 159 |
| 19 | მესტია, მდ. ჭალაათის ხეობა | მიწისქვეშა მტკნარი წყალი (ჩამოსასხმელი) | P | 150 მ3/დღღ | 1 415 649 |
| 20 | ტყიბული, სოფელ გელათის მიმდებარე ტერიტორია | წყაროს მტკნარი წყალი (ჩამოსასხმელი) | P | 20 მ3/დღღ | 188 753 |
| 21 | სენაკი, ,,ლოკომოტივის“ უბანი | მდ. ცივის მარჯვენა ნაპირზე ჭაბურღილის თერმული წყალი (სათბურისათვის) | P | 200 მ3/დღღ | 28 313 |
| 22 | ზუგდიდი, სოფელ ცაიშის მიმდებარე ტერიტორია | დასავლეთ ცაიშის საბადოს თერმული წყალი (სათბურისათვის) | P | 6000 მ3/დღღ | 849 389 |
| 23 |
ადიგენი, დაბა აბასთუმანი | აბასთუმნის თერმული წყალი (წყარო ,,ბაგატირსკი“, ჭაბ.№2, №5 ბალნეოლოგიური მიზნებისათვის) | P | 820 მ3/დღღ | 75 501 |
| 24 | დუშეთი, სოფელი ჩარგალი
| ,,ვაჟას წყაროს“ მინერალური წყლის საბადოზე ნახშირმჟავა გაზის ( CO2 ) მოპოვება | P | 0.5 ტ/დღღ | 23 594 |
| 25 | დედოფლისწყაროს მიმდებარე ტერიტორია | ,,დედოფლისწყაროს“ კირქვის გამოვლინება | P | 1 367 520 ტ | 96 086 |
| 26 | ყაზბეგი, სოფელი ზემო ოქროყანა | ზემო ოქროყანის ანდეზიტო-დაციტის გამოვლინება | P | 50 000 მ3 | 15 648 |