შპს „აღმოსავლეთის წყლისათვის“ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №808
2009 წლის 30 ოქტომბერი
ქ. თბილისი
შპს „აღმოსავლეთის წყლისათვის“საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან შპს „აღმოსავლეთის წყალს“ გამოუყოს 189 000 (ას ოთხმოცდაცხრა ათასი) ლარი ყვარლის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოთა შესასრულებლად.
2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური