მულტირეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების მკურნალობისათვის საჭირო DOTS–PLUS სტრატეგიით გათვალისწინებული მეორე რიგის ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების შესყიდვის ღონისძიების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №104
2008 წლის 8 მარტი
ქ. თბილისი
მულტირეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების მკურნალობისათვის საჭირო DOTS–PLUS სტრატეგიით გათვალისწინებული მეორე რიგის ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების შესყიდვის ღონისძიების შესახებ
1. მულტირეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების მედიკამენტებით შეუფერხებლად უზრუნველყოფის მიზნით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელმა ცენტრმა გლობალური ფონდის პროექტების – „DOTS სტრატეგიის განხორციელების სრულყოფა საქართველოში“ (პროექტი №GEO-405-G03-T) და „საქართველოში რეზისტენტული ტუბერკულოზის სფეროში მართვის სრულყოფის ღონისძიებების გატარება“ (პროექტი №GEO-607-G05-T) – ფარგლებში DOTS–PLUS სტრატეგიით გათვალისწინებული მეორე რიგის ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების შესყიდვა 2008 წელს განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე