საქართველოში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზიანებული რიგი საჯარო სკოლების უმოკლეს ვადებში რეაბილიტაციის, სასწავლო პროცესის სრულყოფილად და დროულად წარმართვის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№671
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 16/10/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №671

2008 წლის 16 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზიანებული რიგი საჯარო სკოლების უმოკლეს ვადებში რეაბილიტაციის, სასწავლო პროცესის სრულყოფილად და დროულად წარმართვის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბა­მისად სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორ­ციელების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნი­ერების სამინისტროს მიენიჭოს უფლებამოსილება, რომ საკუთარი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, დანართით გათვალისწინებულ გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების სოფლებში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზია­ნებული საჯარო სკო­ლების შენობა-ნაგებობათა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დო­კუ­­მენტაციის მომზადებასთან დაკავში­რებული და სარეაბი­ლიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვები განახორ­ციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                               ვ. გურგენიძე

დანართი  

გორის მუნიციპალიტეტის სოფლები:

ვარიანი

საქაშეთი

ძლევიჯვარი

ყელქცეული

ფხვენისი

ზემო ხვითი

ქვემო ხვითი

ზემო ნიქოზი

ქვემო ნიქოზი

ერგნეთი

დიცი

არაშენდა

ქორდი

მერეთი

კარბი

ქერე

ფლავი

ფლავისმანი

მეღვრეკისი

ტირძნისი

ბროწლეთი

თერგვისი

ტყვიავი

კარალეთი

ქვეში

მარანა

შინდისი

ძევერა

შერთული

ქიწნისი

სათემო

გარეჯვარი

აძვი

ქვემო არცევი

არგო.

 

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლები:

დვანი

ტახტისძირი

დირბი

წვერი

ბრეთი

ფცა

ღოღეთი

თამარაშენი

წერონისი

ავლევი

კნოლევი

ატოცი

კოდა

ბრეძა

აბისი

საციხური

აბანო.