1. სახელმწიფო/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძეგლის, კულტურული ფასეულობის, არქეოლოგიური დაცვის ზონაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გასხვისება, ფლობისა და სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება სამინისტროსთან შეთანხმებით, მის მიერ წინასწარ განსაზღვრული მათი მოვლა-პატრონობის პირობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. აკრძალულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის გასხვისება. ამ ძეგლის სარგებლობაში გადაცემა დასაშვებია მხოლოდ ფლობისა და სარგებლობის უფლებით, მისი მოვლა-პატრონობისა და დაცვის პირობით.

3. აკრძალულია სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის (მოძრავი ძეგლის) გასხვისება.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესისგან გამონაკლისია საბინაო ფონდი, ასევე საცხოვრებელ შენობა-ნაგებობებში არსებული არასაბინაო ფართობები.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6908 – ვებგვერდი, 28.07.2020