აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№710
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 31/10/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №710

2008 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ

1. ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შედეგად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მოცულობის მნიშვნელოვნად შემცირებასთან დაკავშირებით და მიმდინარე წელს აღებული ვალდებულებების დაფარვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტს გამოუყოს 925 000 (ცხრაას ოცდახუთი ათასი) ლარი უპროცენტო სესხის სახით და გააფორმოს მასთან შესაბამისი სასესხო ხელშეკრულება.

2. სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვროს 2009 წლის 31 დეკემბერი.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლ. ვარშალომიძემ.

ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი გ. ბარამიძე