უძრავი სახელმწიფო ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№715
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 29/09/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №715

2009 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

უძრავი სახელმწიფო ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

  1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 თებერვლის №26 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცეს უძრავი სახელმწიფო ქონება, კერძოდ:

  ა) ქ. ბათუმში, რუსთაველის ქ. №30-ში მდებარე 3572.00 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 3554.16 კვ.მ საერთო ფართობის შენობა-ნაგებობა (სარეგისტრაციო №05.22.02.003);

 ბ)  ქ. ბათუმში, გოგოლის ქ. №1-ვ-ში მდებარე 107009.00 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 8202.40 კვ.მ საერთო ფართობის შენობა-ნაგებობა (სარეგისტრაციო №05.29.17.013);

 გ)  ქ. ბათუმში, მ. აბაშიძის ქ. №17-ში მდებარე 732.80 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 655.60 კვ.მ საერთო ფართობის შენობა-ნაგებობა (სარეგისტრაციო №05.01.08.008);

 დ)  ქ. ბათუმში,  ლეონიძის  დასახლება, ლეონიძისა  და ა. აბაშიძის კვეთაში მდებარე 4218.00 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 1401.70 კვ.მ საერთო ფართობის შენობა-ნაგებობა (სარეგისტრაციო №05.25.05.030);  

ე)  ქ. ბათუმში, ქავთარაძის ქ. №8-ში მდებარე 4179.00 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 1274.00 კვ.მ საერთო ფართობის შენობა-ნაგებობა (სარეგისტრაციო №05.30.32.004);

 ვ) ქ. ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქ. №39-ში მდებარე 4097.00 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 2526.23 კვ.მ საერთო ფართობის №1,D№2 შენობა-ნაგებობები (სარეგისტრაციო №05.24.03.021).

 2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება  განკარგულების შესრულების მიზნით.

 

     პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური