სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№364
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 12/05/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №364

2009 წლის 12 მაისი

ქ. თბილისი

 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკუთრებაში   გადაცემის შესახებ

1. ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 5 მაისის №15/479 წერილი) თვითმმართველი ქალაქი ბათუმისათვის, ადმინისტრაციული ფუნქციების განხორციელების მიზნით, ძირითადი ქონების სახით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ:

   ა) ქ. ბათუმში, ლ. ასათიანის ქ. №25-ში მდებარე შენობა-ნაგებობები 2382,09 კვ.მ ფართობითა და მათზე დამაგრებული 3766 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი (№05.22.31.001 საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობები);

   ბ) ქ. ბათუმში, 26 მაისის ქ. №45-ში მდებარე შენობა-ნაგებობები 980,37 კვ.მ ფართობითა და მათზე დამაგრებული 1955 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი (м05.02.44.009 საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ქ. ბათუმის მერიის სახანძრო დაცვისა და საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობები);

   გ) ქ. ბათუმში, ლერმონტოვის ქ. №8-ში მდებარე შენობა-ნაგებობის 127,65 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (№05.03.07.002 საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ქ. ბათუმის ტერიტორიული მართვის ორგანოს – რუსთაველის დასახლების ადმინისტრაციული შენობის ფართობი);

   დ) ქ. ბათუმში, ჭავჭავაძის ქ. №75-ში მდებარე შენობა-ნაგებობის 107,3 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (№05.07.01.011 საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ქ. ბათუმის მერიის ტერიტორიული მართვის ორგანოს – სანაპიროს დასახლების ადმინისტრაციული შენობის ფართობი);

   ე) ქ. ბათუმში, მაიაკოვსკის ქ. №23-ში მდებარე შენობა-ნაგებობის 119,58 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (№05.09.13.003 საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ქ. ბათუმის მერიის ტერიტორიული მართვის ორგანოს – თამარის დასახლების ადმინისტრაციული შენობის ფართობი).

  2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესასრულებლად განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

     

   პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.05.2009.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“?
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ მიღებულია 12.05.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №364. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.05.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“, №364, 12.05.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.05.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2099020/