სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქალაქ თბილისის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №430
2009 წლის 10 ივნისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქალაქ თბილისის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
1. ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 5 ივნისის №15/639 წერილი) თვითმმართველი ქალაქ თბილისისათვის, ადმინისტრაციული საქმიანობის განსახორციელებლად, ძირითადი ქონების სახით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ:
ა) ქ. თბილისში, სარაჯიშვილის ქ. №1-ში მდებარე, ლიტ ერი „ა”, V სართულის 919.61 კვ.მ და ლიტ ერი „ა” VI სართულის 921.69 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (№01.11.07.01.025 საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, განთავსებულია ქ. თბი ლი სის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობა);
ბ) ქ. თბილისში, სარაჯიშვილის ქ. №1-ში მდებარე, ლიტ ერი „ბ” I სართულის 574.84 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (№01.11.17.001.025.01.502 საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, განთავსებულია ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობა);
გ) ქ. თბილისში, სარაჯიშვილის ქ. №1-ში მდებარე II სართულის 710.8 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (№01.11.17.001.025.01.503 საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, განთავსებულია ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობა);
დ) ქ. თბილისში, სარაჯიშვილის ქ. №1-ში მდებარე ლიტერი „ა”-„ბ” I სართულის 267.79 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (№01.11.17.001.025.01.504 საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, განთავსებულია ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობა);
ე) ქ. თბილისში, სარაჯიშვილის ქ. №1-ში მდებარე I სართულის 373.91 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (№01.11.17.001.025.01.508 საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, განთავსებულია ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობა);
ვ) ქ. თბილისში, სარაჯიშვილის ქ. №1-ში მდებარე III სართულის 666.51 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (№01.11.17.001.025.01.505 საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, განთავსებულია ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობა);
ზ) ქ. თბილისში, სარაჯიშვილის ქ. №1-ში მდებარე V სართულის 984.37 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (№01.11.17.001.025.01.506 საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, განთავსებულია ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობა);
თ) ქ. თბილისში, სარაჯიშვილის ქ. №1-ში მდებარე VI სართულის 996.44 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (№01.11.17.001.025.01.507 საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, განთავსებულია ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობა).
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქალაქ თბილისის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქალაქ თბილისის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.06.2009.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქალაქ თბილისის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“?
- „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქალაქ თბილისის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ მიღებულია 10.06.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №430. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქალაქ თბილისის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.06.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქალაქ თბილისის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“, №430, 10.06.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2093128/