საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა რეგისტრაციისა (ახალი ნიმუშის მოწმობის გაცემა) და კომპაქტურად განსახლების ობიექტების აღრიცხვის ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№72
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 2, 14/02/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №72

2007 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა რეგისტრაციისა (ახალი ნიმუშის მოწმობის გაცემა) და კომპაქტურად განსახლების ობიექტების აღრიცხვის ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

2007 წელს საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა რეგისტრაციისა (ახალი ნიმუშის მოწმობის გაცემა) და კომპაქტურად განსახლების ობიექტების აღრიცხვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით:

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა რეგისტრაციისა (ახალი ნიმუშის მოწმობის გაცემა) და კომპაქტურად განსახლების ობიექტების აღრიცხვის პროგრამა.

2. იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა რეგისტრაცია (ახალი ნიმუშის მოწმობის გაცემა) და კომპაქტურად განსახლების ობიექტების აღრიცხვა დასრულდეს 2007 წლის 1 სექტემბრამდე.

3. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (გ. ხევიაშვილი):

ა) უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა რეგისტრაციისა (ახალი ნიმუშის მოწმობის გაცემა) და კომპაქტურად განსახლების ობიექტების აღრიცხვის ჩატარება;

ბ) რეგისტრაციისა და აღრიცხვის ჩასატარებლად შექმნას შესაბამისი კომისიები და წარმართოს მათი საქმიანობა;

გ) შექმნას დევნილთა კომპიუტერული მონაცემების ახალი ბაზა;

დ) საქართველოს მთავრობას პერიოდულად წარუდგინოს ინფორმაცია დევნილთა რეგისტრაციისა და კომპაქტურად განსახლების ობიექტების აღრიცხვის მიმდინარეობის თაობაზე.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა რეგისტრაციისა (ახალი ნიმუშის მოწმობის გაცემა) და კომპაქტურად განსახლების ობიექტების აღრიცხვის პროგრამის დაფინანსების ღონისძიებათა განხორციელება „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში.

5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ი. მერაბიშვილი) განახორციელოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა კომისიების ნორმალური მუშაობის უზრუნველყოფისათვის.

6. ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ხელი შეუწყონ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დევნილთა რეგისტრაციისა და კომ-პაქტურად განსახლების ობიექტების აღრიცხვის ორგანიზებულად ჩატარებაში და სამინისტროსთან შეთანხმებით გადაწყვიტონ კომისიებისათვის შესაბამისი სამუშაო ფართობის დროებით გამოყოფის საკითხი.

პრემიერ-მინისტრი                                                          ზ. ნოღაიდელი