საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 2013 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის

ანგარიში

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ანგარიშს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით, კერძოდ:

კოდექსის 49-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებთან დაკავშირებით:

-                     საანგარიშო პერიოდში (2012 წლის 10 დეკემბრიდან 2013 წლის 6 დეკემბრამდე) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში შემოსულია 2 განცხადება, რომელიც აერთიანებს საჯარო ინფორმაციის გაცემის 25 მოთხოვნას;

-                     ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლით გათვალისწინებულ ვადაში, რის შესახებაც შესაბამისი აღნიშვნა გაკეთდა განმცხადებლის მიერ შემოტანილ განცხადებაზე და/ან შესაბამისი აღრიცხვის ჟურნალში;

-                     საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევა სამსახურში არ დაფიქსირებულა;

-                     მოთხოვნების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იყო სამსახურის უფროსისა და ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსის (საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის) თამარ კალანდაძის მიერ.

კოდექსის 49-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტთან დაკავშირებით:

-                     საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.

რაც შეეხება კოდექსის 49-ე მუხლის „დ“ - „ზ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებს, ასეთი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში არ დაფიქსირებულა.