საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური - 2015 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის
ა ნ გ ა რ ი შ ი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის
(ინფორმაციის თავისუფლება)
მოთხოვნათა შესრულების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის 49-ე მუხლის შესაბამისად, სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ შესწავლილ და გაანალიზებულ იქნა ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, აგრეთვე ამავე კოდექსის მე-40 მუხლით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებების შესრულებისა და კოდექსში მითითებული ვადების დაცვის მდგომარეობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ანგარიშს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით, კერძოდ:
კოდექსის 49-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებთან დაკავშირებით:
- საანგარიშო პერიოდში (2014 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში შემოსულია 4 განცხადება, რომელიც აერთიანებს საჯარო ინფორმაციის გაცემის 47 მოთხოვნას;
- ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლით გათვალისწინებულ ვადაში, რის შესახებაც შესაბამისი აღნიშვნა გაკეთდა განმცხადებლის მიერ შემოტანილ განცხადებაზე და/ან შესაბამისი აღრიცხვის ჟურნალში;
- საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევა სამსახურში არ დაფიქსირებულა;
- მოთხოვნების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იყო სამსახურის უფროსისა და ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსის (საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის) თამარ კალანდაძის მიერ.
კოდექსის 49-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტთან დაკავშირებით:
- საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.
რაც შეეხება კოდექსის 49-ე მუხლის „დ“ - „ზ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებს, ასეთი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში არ დაფიქსირებულა.
სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი თევდორაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური - 2015 წლის ანგარიში“?
- დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური - 2015 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.12.2015.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური - 2015 წლის ანგარიში“?
- „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური - 2015 წლის ანგარიში“ მიღებულია 14.12.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №0.
- სად არის „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური - 2015 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.12.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საჯარო დაწესებულების ანგარიში „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური - 2015 წლის ანგარიში“, №0, 14.12.2015 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.12.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3092160/