საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის (ინფორმაციის თავისუფლება) მოთხოვნათა შესრულების შესახებ 2014 წლის ანგარიში

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის

ა  ნ  გ  ა  რ  ი  შ  ი

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის

(ინფორმაციის თავისუფლება)

მოთხოვნათა შესრულების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის 49-ე მუხლის შესაბამისად, სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ შესწავლილ და გაანალიზებულ იქნა ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, აგრეთვე ამავე კოდექსის მე-40 მუხლით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებების შესრულებისა და კოდექსში მითითებული ვადების დაცვის მდგომარეობა.

საანგარიშო პერიოდად აღებულია 2013 წლის პირველი დეკემბრიდან 2014 წლის პირველ დეკემბრამდე პერიოდი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „ა“და „ბ“ქვეპუნქტებთან დაკავშირებით:

-                     საანგარიშო პერიოდში (2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 9 დეკემბრამდე) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში შემოსულია 3 განცხადება, რომელიც აერთიანებს საჯარო ინფორმაციის გაცემის 2 1 მოთხოვნას;

-                     ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლით გათვალისწინებულ ვადაში, რის შესახებაც შესაბამისი აღნიშვნა გაკეთდა განმცხადებლის მიერ შემოტანილ განცხადებაზე და/ან შესაბამისი აღრიცხვის ჟურნალში;

-                     საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევა სამსახურში არ დაფიქსირებულა;

-                     მოთხოვნების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იყო სამსახურის უფროსისა და ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსის (საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის) თამარ კალანდაძის მიერ.

კოდექსის 49-ე მუხლის „გ“ქვეპუნქტთან დაკავშირებით:

-                     საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.

რაც შეეხება კოდექსის 49-ე მუხლის „დ“ - „ზ“ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებს, ასეთი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში არ დაფიქსირებულა.

 

სამსახურის უფროსის მოადგილე                                გ. თევდორაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის (ინფორმაციის თავისუფლება) მოთხოვნათა შესრულების შესახებ 2014 წლის ანგარიში“?
დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის (ინფორმაციის თავისუფლება) მოთხოვნათა შესრულების შესახებ 2014 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.12.2014.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის (ინფორმაციის თავისუფლება) მოთხოვნათა შესრულების შესახებ 2014 წლის ანგარიში“?
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის (ინფორმაციის თავისუფლება) მოთხოვნათა შესრულების შესახებ 2014 წლის ანგარიში“ მიღებულია 12.12.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №0.
სად არის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის (ინფორმაციის თავისუფლება) მოთხოვნათა შესრულების შესახებ 2014 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.12.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საჯარო დაწესებულების ანგარიში „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის (ინფორმაციის თავისუფლება) მოთხოვნათა შესრულების შესახებ 2014 წლის ანგარიში“, №0, 12.12.2014 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2617276/