საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 2013 წლის ანგარიში

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის

ანგარიში

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ანგარიშს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით, კერძოდ:

კოდექსის 49-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებთან დაკავშირებით:

-                     საანგარიშო პერიოდში (2012 წლის 10 დეკემბრიდან 2013 წლის 6 დეკემბრამდე) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში შემოსულია 2 განცხადება, რომელიც აერთიანებს საჯარო ინფორმაციის გაცემის 25 მოთხოვნას;

-                     ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლით გათვალისწინებულ ვადაში, რის შესახებაც შესაბამისი აღნიშვნა გაკეთდა განმცხადებლის მიერ შემოტანილ განცხადებაზე და/ან შესაბამისი აღრიცხვის ჟურნალში;

-                     საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევა სამსახურში არ დაფიქსირებულა;

-                     მოთხოვნების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იყო სამსახურის უფროსისა და ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსის (საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის) თამარ კალანდაძის მიერ.

კოდექსის 49-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტთან დაკავშირებით:

-                     საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.

რაც შეეხება კოდექსის 49-ე მუხლის „დ“ - „ზ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებს, ასეთი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში არ დაფიქსირებულა.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 2013 წლის ანგარიში“?
დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 2013 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.12.2013.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 2013 წლის ანგარიში“?
„საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 2013 წლის ანგარიში“ მიღებულია 09.12.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №0.
სად არის „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 2013 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.12.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საჯარო დაწესებულების ანგარიში „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 2013 წლის ანგარიში“, №0, 09.12.2013 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2111103/