მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№691
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში

 

ა) მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია სულ    22     განაცხადი; საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით არცერთი განაცხადი არ შემოსულა, შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნის უარის თქმის თაობაზეც არ არის გადაწყვეტილება მიღებული.

ბ) საჯარო  ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებულია 21 გადაწყვეტილება, ხოლო აღნიშნულ მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებულია 1  გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილების მიმღებ პირს წარმოადგენს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილება/არდაკმაყოფილების თაობაზე საკითხი კოლეგიურ საჯარო დაწესებულებას არ განუხილია.

გ) საჯარო  მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს.

დ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევა და შესაბამისად პასუხისმგებელი პირებისთვის დისციპლინური სახდელის დადება არ განხორციელებულა.

ე) მცხეთის მუნიციპალიტეტი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას სარგებლობდა (ხელმძღვანელობდა) „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა“  და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“  საქართველოს კანონით.

ვ) საჯარო ინფრომაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არავის მიერ არ ყოფილა გასაჩივრებული.

ზ) საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯებს, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ გადახდილ თანხებს, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადგილი არ ჰქონია.

 

პატივისცემით,      

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                 ნოდარ  ქაშიაშვილი