საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ანგარიში
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ა 3 წლის ანგარიშ ი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებების შესრულების თაობაზე.
საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2012 წლის 7 დეკემბრიდან 2013 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდს.
საანგარიშო პერიოდში (2012წლის7 დეკემბრიდან 2013 წლის 10 დეკემბრამდე)სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სულ რეგისტრირებულია 67 განცხადება, მათ შორის 10 განცხადება ფიზიკურ პირს ეკუთვნის, ხოლო 57 მოთხოვნა იურიდიული პირისგან არის მიღებული.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში სულ გაცემულია 66 საჯარო ინფორმაცია, მათ შორის ელექტრონული ფორმით გაცემულია 6 მოთხოვნა, 1 მოთხოვნა გაიცა სსიპ ,,მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ სახელმწიფო სერვისების ელექტრონული პორტალის www.my.gov.geსაშუალებით, ხოლო 5 -სამინისტროს ელექტრონული მეილით publicinfo@msy.gov.ge არის გაცემული.
მოცემულ ეტაპზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის 1 მოთხოვნაზე მიმდინარეობს საქმისწარმოება.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაცემულ საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნის თაობაზე შემოსულია 1 განცხადება (არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ 2013 წლის 20 აგვისტოს Nგ-04/322-1 წერილი).
საანგარიშო პერიოდში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხრიდან საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ უარის თქმის თაობაზე არცერთი გადაწყვეტილება არ მიღებულა.
,,საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრულია მოსაკრებლის გადახდის გარეშე გამოსათხოვი საჯარო ინფორმაციის მინიმალური ოდენობა, რომლის შესაბამისადაც საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის თაობაზე 60 მოთხოვნა გაცემულ იქნა ასლის მოსაკრებლის გადახდის გარეშე, ხოლო 6 მოთხოვნა გაიცა კომპაქტურ დისკზე ჩაწერილი სახით. აღნიშნული საჯარო იფორმაციების მისაღებად, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ (1 ფიზიკური, 5 იურიდიული პირი), კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ასლის გადაღების მოსაკრებელი გადახდილ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტში სახაზინო კოდზე.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტის შესაბამისად საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემას ახორციელებს სამინისტროს აპარატის უფროსი ირინე გულიაშვილი.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფ ა სა და საჯარო ინფორმაციის გაცემ აზე (მატერიალური და ელექტრონული ფორმით) ზედამხედველობა ევალება სამინისტროს აპარატის შიდა პროტოკოლის სამმართველოს უფროსს ნატო უდესიანს.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის პროაქტიურად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი არის სამინისტროს აპარატის შიდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი დიმიტრი კვარაცხელია.
,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს N219 დადგენილების დანართის მე-2 ნაწილის 2.4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 10 დეკემბრის ანგარიში პროაქტიურად გამოქვეყნდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე www.msy.gov.ge საჯარო ინფორმაციის გვერდზე ქვეგანყოფილებაში ,,ზოგადი ინფორმაცია“.