საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის 2013 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიური პირის საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის
ანგარიში
სსიპ - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის 3 წლის ანგარიშ ი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ “ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებების შესრულების თაობაზე
საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2012 წლის 7 დეკემბრიდან 2013 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდს
საანგარიშო პერიოდში (2012 წლის 7 დეკემბრიდან 2013 წლის 10 დეკემბრამდე) სსიპ - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრიდან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სულ რეგისტრირებულია 11 იურიდიული პირის განცხადება, მათ შორის 9 შემოსულია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წერილებზე თანდართვით, ხოლო 2 მოთხოვნა იურიდიულ პირს ეკუთვნის.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, სსიპ - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში სულ გაცემულია 11 საჯარო ინფორმაცია.
საანგარიშო პერიოდში სსიპ - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის მხრიდან საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ უარის თქმის თაობაზე არცერთი გადაწყვეტილება არ მიღებულა.
,,საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრულია მოსაკრებლის გადახდის გარეშე გამოსათხოვი საჯარო ინფორმაციის მინიმალური ოდენობა, რომლის შესაბამისადაც საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის თაობაზე 11 მოთხოვნა გაცემულ იქნა ასლის მოსაკრებლის გადახდის გარეშე.
სსიპ „საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის“ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფ ა სა და საჯარო ინფორმაციის გაცემ აზე (მატერიალური და ელექტრონული ფორმით) ზედამხედველობა ევალება ცენტრის ადმინისტრაციული განყოფილების უფროსს რამაზ ღვინეფაძეს.
სსიპ „საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის“ საჯარო ინფორმაციისპროაქტიურად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი არის ცენტრის სპეციალისტი თამარ მაყაშვილი.
,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიურად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების დანართის მე-2 ნაწილის 2.4პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, სსიპ - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის2013 წლის 10 დეკემბრის ანგარიში პროაქტიურად გამოქვეყნდება სსიპ - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე www.olympiccentre.ge საჯარო ინფორმაციის გვერდზე ქვეგანყოფილებაში ,,ზოგადი ინფორმაცია“.