სსიპ - საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის 2013 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ - საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის 2013 წლის ანგარიში
ანგარიში
სსიპ ,,საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ 2013 წლის ანგარიში (საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2012 წლის 07 დეკემბრიდან 2013 წლის 10 დეკემბრამდე ინფორმაციას) ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებების შესრულების თაობაზე
2013 წლის საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სსიპ ,,საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს“ სულ განცხადებით მომართა 9 (ცხრა) განმცხადებელმა, მათ შორის 7 (შვიდი) შემოსული საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წერილებზე თანდართვით.
სსიპ ,,საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლის“ მიერ საანგარიშო პერიოდში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსადმი პასუხად გაცემულ იქნა 7 (შვიდი) საჯარო ინფორმაცია.
სსიპ ,,საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლის“ მიერ საანგარიშო პერიოდში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე პასუხად გაცემულ იქნა 2 (ორი) საჯარო ინფორმაცია.
სსიპ ,,საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლისათვის“ საანგარიშო პერიოდში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით არცერთ განმცხადებელს არ მოუმართავს.
საქათველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 მუხლის შესაბამისად სსიპ ,,საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლის“ დირექტორის ,,მოსაკრებლის გარეშე გამოსათხოვი საჯარო ინფორმაციის მინიმალური ოდენობის განსაზღვრისა და საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესის შესახებ“ შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში არცერთ განმცხადებელს საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლი არ გადაუხდია.
უარი საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
სსიპ ,,საქართველოს მოსწავლე
ახალგაზრდობის
ეროვნულ
სასახლეს” არცერთი საჯარო უწყებისათვის და განმცხადებლისათვის არ გაუცია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის და ,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს #219 დადგენილების მოთხოვნათა დაცვით სსიპ ,,საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლის“ დირექტორის #27 02.09.2013წ. ბრძანების შესაბამისად, საჯარო ინფორმაციიის გაცემაზე (მატერიალური და ელექტრონული ფორმით
(სამსახურებრივი ელ. ფოსტა HR@youthpalace.ge)) პასუხისმგებელ პირად განსაზღვრულია ადმინისტრაციული სამსახურის, ადამინური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი - მარინა გოლანძია. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განსაზღვრულია ადმინისტრაციული სამსახურის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი - მაია ჩადუნელი (სამსახურებრივი ელ. ფოსტა PR@youthpalace.ge).
,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს N219 დადგენილების დანართის მე-2 ნაწილის 2.4
პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, სსიპ ,,საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ მიერ წარმოდგენილი ანგარიში პროაქტიურად გამოქვეყნდება სსიპ ,,საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ ოფიციალურ ვებგვერდზე www.youthpalace.ge საჯარო ინფორმაციის გვერდზე ქვეგანყოფილებაში ,,ზოგადი ინფორმაცია“.