სსიპ „საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის“ 2013 წლის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებათა შესრულების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ „საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის“ 2013 წლის ანგარიში „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებათა შესრულების თაობაზე
2013 წლის 28 მარტიდან 2013 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სსიპ „საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში“ სულ რეგისტრირებულია 1 იურიდიული პირის განცხადება, რომელსაც თანდართული ჰქონდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შესაბამისი წერილი.
სსიპ „საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის“ მიერ საანგარიშო პერიოდში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსადმი წარდგენილ იქნა 1 საჯარო ინფორმაცია.
2013 წელს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ სსიპ „საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის“ მიერ არცერთი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.
სსიპ „საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის“ რექტორის მოვალების შემსრულებლის 2013 წლის 20 სექტემბრის N02/03 ბრძანების შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე და საჯარო ინფორმაციის (მატერიალური და ელექტრონული ფორმით) გაცემის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირად განსაზღვრულია უნივერსიტეტის რექტორის მოვალების შემსრულებლის მოადგილე ვლადიმერ ბოჟაძე.