სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2013 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ანგარიში
,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ , საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 201 3 წლის ანგარიშს , საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისა და გაცემის თაობაზე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, 2013 წლის 10 დეკემბრამდე, სულ შემოსულია 812 განცხადება:
1. საჯარო ინფორმაცია, განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად, გაიცა 812 შემთხვევაში;
2. ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 35-ე მუხლის შესაბამისად, სააგენტო აწარმოებს შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტს, რომელშიც ფიქსირდება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის, დაკმაყოფილებისა და უარის თქმის შემთხვევები, შესაბამისი თარიღების მითითებით;
3. ,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს N219 დადგენილების შესაბამისად, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას შესაბამის ელექტრონულ რესურსზე www.rama.moh.gov.ge ;
4. საჯარო მოსამსახურეთა მიერ ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” მოთხოვნების დარღვევის და პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დაკისრების შემთხვევა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში 2013 წლის განმავლობაში არ გამოვლენილა;
5. საჯარო ინფორმაციის დამუშავების, გაცემის, ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, ამ საკითხთან მიმართებაში სააგენტოს თანხის გადახდა არ დაკისრებია.
სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე