სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს 2013 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ანგარიში
,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49–ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნების მიზნით, წარმოგიდგენთ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს 2013 წლის ანგარიშს, საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ.
1. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, 2013 წლის განმავლობაში შემოსულია სულ – 1343 განცხადება. აქედან, დადებითი პასუხი გაცემულ იქნა 1265 განცხადებაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – 13 განცხადება, უარი ეთქვა – 65 განმცხადებელს, ვინაიდან,მოთხოვნილი ინფორმაცია ეხებოდა პირის პერსონალურ მონაცემებს.
2. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა საქართველოს კონსტიტუციის 41 მუხლის, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 27–ე და 44–ე მუხლების ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის, ,,პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 27–ე, 28–ე მუხლების საფუძველზე.
3. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილების თანახმად, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძი ე ბათა განხორციელების მიზნით,შექმნილია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა, რომლის ფორმირების უწყვეტ პროცესს უზრუნველყოფს სოციალური მომსახურების სააგენტო, ხოლო მოქმედებათა შესრულების კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
4. საჯარო ინფორმაციის დამუშავების, გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებებიდან არცერთი გასაჩივრებულა.
5. სააგენტოში დასაქმებულთა მიმართ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევაზე დისციპლინური სახდელის დადებას ადგილი არ ჰქონია.
დირექტორის მოადგილე მ. მაჭავარიანი