ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ანგარიში

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით

 

            „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის თანახმად, გაცნობებთ:

         ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2013 წლის იანვრიდან 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია 8 განცხადება და 18 წერილი. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის არ მოუმართავთ და საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნაზე უარის შესახებ  გადაწყვეტილება არ მიღებულა;

         საჯარო ინფრომაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული 26 კორესპონდენცია დაკმაყოფილდა განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი შესაბამისი ინფორმაციის გაცემით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილ ვადებში. ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირია თემური ძაგნიძე, გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.

         ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების მიერ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“  გათვალისწინებული მოთხოვნები  არ დარღვეულა, შესაბამისად მათთვის  დისციპლინური სახდელების დადების შემთხევევას ადგილი არ ჰქონია;

         ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობას  არ მიუღია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის  თქმის შესახებ გადაწყვეტილება, შესაბამისად არ გამოყენებულა საკანონმდებლო აქტები აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით;

         ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობას განმცხადებლისათვის არ უთქვამს უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, შესაბამისად უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა;

         საანგარიშო პერიოდში განცხადებლების მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემისათვის ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობას ხარჯები არ გაუწევია. საჯარო დაწესებულების მიერ განმცხადებლისათვის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა, შესაბამისად ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობას  უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და მხარეთა სასარგებლოდ გადასახდილი ხარჯების გადახდა  არ დაკისრებია.

         მუნიციპალიტეტის გამგებელი              თემური ჩუბინიძე