სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ 2013 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ანგარიში
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2013 წლის 29 ნოემბრის #08/7753 წერილის პასუხად გაცნობებთ, სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ ანგარიშს, რომელიც შეეხება საქართველოს ზოგადი ადმინიტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად გამოსაქვეყნებელ ყოველწლიურ ანგარიშს:
2013 წლის 1 იანვრიდან - 2013 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრში“ შემოსულია საჯარო ინფრომაციის გაცემსთან დაკავშირებით 64 წერილი - აქედან არ ყოფილა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი, სრულად იქნა გაცემული 64 წერილზე პასუხი.
მოთხოვნაზე, არ მიღებულა უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე აკრედიტაციის ცენტრში არ გამართულა დახურული სხდომა აღნიშნულთან დაკავშირებით.
აკრედიტაციის ცენტრის საჯარო მონაცემთა ბაზა ატვირთულია აკრედიტაციის ცენტრის ვებ-გვერძე www.gac.gov.ge,სადაც აგრეთვე განთავსებულია ყველა აკრედიტებული პირის მონაცემები, ხოლო ქაღალდის და ელ. ვერსია ინახება აკრეიდტაცისი ცენტრის საჯარო საინფორმაციო სამსახურში.
აკრედიტაციის ცენტრის წესების და პროცედურების შესაბამისად, აკრედიტაციის ცენტრი აწარმოებს აკრედიტებულ პირთა რეესტრს და უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემას დაინტერესებულ პირებზე წერილობითი მომართვის საფუძველზე. ასევე განათავსებს აკრედიტაციის სქემების შესახებ სრულ ინფორმაციას და აკრედიტებული პირების ნუსხას (შესაბამისი სფეროების მითითებით) საკუთარ ვებ-გვერდზე.
არ დარღვეულა კოდექსის მოთხოვნა საჯარო მომხმარებელთა მიერ.
არ გაწეულა ხარჯები საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, არ გამარათულა დახურული სხდომა და არ გაწეულა გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები.
აკრედიტაციის ცენტრის
გენერალური დირექტორის მოადგილე მალხაზ ხარებავა