თვითმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის
49-ე მუხლით განსაზღვრული თვითმართველი
ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს
ა ნ გ ა რ ი შ ი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის საფუძველზე ქალაქ ქუთაისის საკრებულოში, მ/წლის მანძილზე, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით შემოსულია 105 წერილობითი მომართვა და განცხადება, რომელთაგან 7 დამატებითი ინფორმაციის მოძიებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით გადაეგზავნა ქალაქის მერიას.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე წერილობითი მოთხოვნა არ შემოსულა.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ, საკრებულოში შემოსულ ყველა წერილობით მომართვასა და განცხადებაზე გაცემულია შესაბამისი პასუხი. ამდენად, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა.
საჯარო მოსამსახურეთა მიერ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
მ/წელს საკრებულოს მიერ, საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
საკრებულოს თავმჯდომარე თ. მარგველაშვილი