მზღვეველის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და მათი სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.12.2013 ბოლო ცვლილება 09.07.2024
ნომერი
№03
სარეგისტრაციო კოდი
290160000.60.072.016003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

შემდგომი ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

მზღვეველის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და მათი სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს
დაზღვევის
სახელმწიფო
ზედამხედველობის
სამსახურის
უფროსის

ბრძანება
№03

2013 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

მზღვეველის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და მათი სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „პ“ ქვეპუნქტის და 2013 წლის 02 მაისის   საქართველოს მთავრობის დადგენილება №102-ის თანახმად დამტკიცებული სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის და ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს:

ა) „მზღვეველის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში  წარდგენის წესი“ (დანართი №1);

ბ) „მზღვეველის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები“ (დანართი №2);

გ) „სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსების ინსტრუქცია (დანართი №3).

2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სამსახურის უფროსილაშა ნიკოლაძე