სსიპ - ქალაქ ქუთაისის №10 საჯარო სკოლის 2013 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქუთაისის მე-10 საჯარო სკოლის დირექტორის
ონისე ბოჭორიშვილს ანგარიში 2013 წლის ფინანსური
საქმიანობისა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობის
შესახებ
მიმდინარე სასწავლო წელს ქვეყნის განათლების სიტემაში დაგეგმილი და მიღებული გადაწყვეტილებები შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ცალსახად პოზიტიური მიზნების მქონე. დადებით ცვლილებებშჲ შეიძლება გამოვყოთ ორი მთავარი მიმართულება: თავისუფლება და გამჭირვალობა. სახელმწიფოს სურვილი პედაგოგთა ფართო ჯგუფებთან კონსულტაციებით მოხდეს სიახლეების დაგეგმვა. ცხოვრების ახალი წესის დამკვიდრებითაა ნაკარნახევი და მას იმდენად ბუნებრივი და კანონზომიერი ხასიათი აქვს, რომ პედაგოგიური საზოგადოება აშკარად კმაყოფილია განათლების სისტემაში მიმდინარე თუ დაგეგმილი ცვლილებებით.
მისასალმებელია, რომ საზოგადოების მოთხოვნა სკოლის ახალი რეფორმორების შესახებ ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდა.
ქვეყნის მიერ 2013 წლის 16 სექტემბრიდან გატარებულმა პოლიტიკამ მთელი რიგი ცვლილებები შეიტანა სასწავლო გეგმასა და სკოლის მართვის საკითხებში, რომლის განხორციელებას აქტიურად აუბა მხარი პედაგოგიურმა კოლექტივმა და სკოლის ადმინისტრაციამ. წელს სკოლის დირექციამ პრიორიტეტად განათლების ხარისხის უზრუნველყოფა გამოაცხადა. ჩვენი მიზანია სრულფასოვანი განატლება მიიღოს ყველა მოსწავლემ.
უფასო სასკოლოს სახელმძღვანელოების დარიგებამ , რაც ახალი ხელისუფლების პირობებშჲ განხორციელდა საზოგადოების გული უდაოდ მოიგო, რადგანაც მშობლემს შვილებისათვის წიგნების ყიდვა აღარ მოუხდათ.
სკოლის 69 პირველ კლასელს გადაეცა პერსონალური კომპიუტერი (ბუკი) ასევე მათ პედაგოგებს გადაეცათ 3 ცალი კომპიუტერი, რომელიც გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესებულია, როგორც ტექნიკური მახასიათებლებით ასევე შინაარსობრივადაც.
სექტემბრიდან , როგორც სკოლის დირექციას ასევე ადმინისტრაციულ - ტექნიკურ პერსონალს მოემატათ შრომითი ანაზღაურება. მისასალმებელია, რომ სსსმ მოსწავლეთათვის სკოლის მიერ გამოეყო რესურს- ოთახი. ინკლუზიური განათლების მიმართულება დღეს სკოლისათვის პრიორიტეტულია.
სასიამოვნოა, რომ მასწავლებლებისათვის მომზადებულია ყველა კლასის გზამკვლევი საგნების მიხედვით, რომელიც ატვირთუ;ლია განათლების სამინისტროს ელექტრონულ ბიბლიოთეკაში, რაც პედაგოგებს უადვილებს გაკვეთილის დაგეგმვისა და წარმართვის პროცესებს.
სკოლაში კეთილმოეწყო ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბიბლიოთეკა. მიმდინარეობს მუშაობა ბიბლიოთეკარის სტანდარტებზე.
სკოლის დირექციამ მაქსიმალური ძალისხმევა გასწია, რათა უმოკლეს დროში შექმნილიყო სკოლის შინაგანაწესი გასული წლისაგან განსხვავებით. იგი უფრო ოპტომალური და ნსკოლის საჭიროებებზე მორგებული გახდა და ითვალისწინებს პედაგოგთა და ტექნიკურ პერსოლთა მიერ
შრომის სწორ ორგანიზაციას. შინაგანაწესში წარმოდგენილია მოსწავლეთა ქცევის და მასწავლებელთა ეთიკის საკითხები. იგი გამოკრულია სკოლის ორივე სართულზე და ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისათვის.
მიმდინარე სასწავლო წელს ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესული ცვლილებების გათვალისწინებით შემუშავდა სასკოლო სასწავლო გეგმა, რომელიც სწავლის დაწყებამდე შვიდი დღით ადრე პედაგოგიურმს საბჭომ დაამტკიცა სამეურვეო საბჭოსტან შეთანხმების შემდეგ. მის შემუშავებასი აქტიურად იყო ჩაბმული ყველა პედაგოგი, კათედრები და დირექცია. მაში ძირითადი ადგილი უკავია მოსწავლეს, მისი სწავლებისა და შეფასების კრიტერიუმებს, საათობრივ ბადეს, სასწავლო გეგმის გათვალისწინებულ და გაუთვალისწინებელ სასწავლო სააღმზრდელო მომსახურეობას. მომზადდა მოსწავლეთა შეფასების სემესტრული, სასემოდგომო, წლიური გამოცდებისათვის მოსწავლეთა მიერ დასაძლევი ბარიერი, რომელმაც მიმდინარე სასწავლო წელს 5,ო შეადგინა. ასეთივე ბარიერი დავადგინეთ კლასიდან კლასში გადასასვლელად. 2013-2014 სასწავლო წელი დავიწყეთ 933 მოსწავლით, შეიქმნა 33 კლასი, ორი გახანგრძლივებული დღის ჯგუფი
( ხელ-ლი ე. მეძველია, მ. მერლანი) , ფასიანი მომსახურების ორი წრე (ხელ-ლი: კობა ლიპარტელიანი, მაია გეწაძე). კლასებს დირექტორის ბრძანებით დაენიშნატ 36 დამრიგებელი, რომელთაც ჩაბარდატ საკლასო ჟურნალები, როომელშიც გასული წლებისგან განსხვავებით უფრო მარტივი გახდა შეფასების და გაცდენების აღრიცხვა. კონტროლირების უფრო ადვილი ფორმაა მიგნებული სავალდებულო შემაჯამებელი სამუშაოების შესრულებისათვის. უფრო დაიხვეწა მოსწავლეთა მიერ გაცდენებზე რეაგირების მექანიზმიც. კერძოთ, მოსწავლე რომელიც წლის განმავლობაში გააცდენს კონკრეტული საგნისათვის გამოყოფილი საათების 30 % მას აღნიშნულ საგანში შეფასება მიეცემა ექსტერნატის გამოცდების ჩაბარების მიზნით.
როგორც ავღნიშნე სასკოლო სასწავლო გეგმაში მაქსიმალური ყურადღება ეთმობა ინკლუზიური განათლების ერთ-ერთ კომპონენტს სსსმ მოსწავლეებს. წელს მულტიდისციპლინარული გუნდის ხელმძღვანელთან ერთად დავადგინეთ სსსმ 9 მოსწავლე. მათთვის შემუსავდა ე.წ. მოდოფიცირებული სასწავლო გეგმები. მოეწყო ადაპტირებული გარემო რესურს-ოთახი. მოსწავლეებთან მუშაობას უძღვება ქ-ნი მანანა გოგბერაშვილი, რომელიც პროფესსით ფსიქოლოგია. იგი წარმატებით უძღვება მეტად ფაქიზ საქმეს. სასიამოვნოა, რომ ბავშვები ჩართული არიან ერთიან სასწავლო პროცესში.
წელს პირველა დგანსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა სასკოლო გეგმაში გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების არჩევის დამათი უსასყიდლოთ მოსწავლეზე გადაცემის საკითხს, რომელის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 5 აგვისტოს № 103/6 ბრძანებით განხორციელდა, რომელმაც სკოლის ყველა მოსწავლე უზრუნველყო უფასო სახელმძღვანელოების და მშობელთა დიდი კმაყოფილება გამოიწვია.
სკოლაშჲ ერთიანი საგანმანათლებლო მართვის საკითხების მოგვარებისათვის სასკოლო სასწავლო გეგმაშჲ დიდი ადგილი დაეთმო კათედრების შექმნას.
შექმნილია 7 კათედრა:
1. ქართული ენა და ლიტერატურა - ო.კვერნაძე
2. უცხო ენები - ე.ცირეკიძე
3. მათემატიკა -ი.ჯიშკარიაინი
4. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - ჟ.კეპულაძე
5. საზოგადოებრივი მეცნიერებები - ნ. ფრუიძე
6. ფიზიკური აღზრდის, შრომისა და ესთეტიკის - ნ. კუხიანიძე
7. დაწყებითი განათლების - რ.ქურასბედიანი
კათედრების საშუალებით ხდება პედაგოგთა საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ-პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება.
აქტივობით გამოირჩევა ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხო ენების, დაწყებითი განათლების, ესთეტიკი კათედრები( ხელმძღვანელები ო.კვერნაძე, ე.ცირეკიძე, რ.ქურასბედიანი, ნ.კუხიანიძე).
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ლ.კვანტალიანმა ამა წლის სექტემბრის თვეში მოაწყო ღია მეცადინეობა დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმში სახელწოდებით ,,დავით კლდიაშვილის ცხოვრების გზაზე“. პედაგოგმა მ.მესხმა მე-7 კლასში მოაწყო პრეზენტაცია სახელწოდებით ,,ათას ცოცხალსა ბევრჯერა ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია“. ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაატარა ო. კვერნაძემ მე-9 კლასში, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლს მიეძღვნა ქართული კულტურისა და ისტორიის წინაშე.
პირველი სემესტრის განმავლობაში ინგლისური ენის კათედრამ (მასწავლებელი ე.ცირეკიძე) ჩაატარა პრეზენტაცია თემაზე სქემაში ჩართულობა სწავლებისა და სწავლის სხვადასხვა მეთოდების დანერგვის მიზნით. მასწავლებელმა მარიკა ფუტკარაძემ ჩაატარა პრეზენტაცია თემაზე ,,ინგლისური ენის სწავლება დაწყებით საფეხურზე“ . კარგად მიმდინარეობს პროგრამა ,,ისწავლე და ასწავლე საქართველოს ფარგლებშჲ“ , რომელსაც კურირებს ინგლისური ენის კათედრა.
აღნიშვნის ღირსია დაწყებითი სწავლების კათედრა სადაც პედაგოგებმა მ.ხაბურძანიამ და მ. კუჭუხიძემ ჩაატარეს ღია გაკვეთილი ბოტანიკურ ბაღში თემაზე: ,,როგორ მოვუაროთ ტყეს“. პედაგოგმა შ. კვერნაძემ მოამზადა პროექტ-გაკვეთილი თემაზე ,,აკაკის ბავშვობა“ .
მიმდინარე სასწავლო წელს გასულ წელთან განსხვავაებით 12 კლასის მოსწავლეები საშუალო სკოლის ატესტატის მიღებას საატესტატო გამოცდებით დაადასტურებენ, რომელიც გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ტარდება. მოსწავლეებს გამოყოფილი ჰქონდათ აბიტურის საათები, მაგრამ გულსატკენია, რომ ქიმიის, ფიზიკის, გეოგრაფიის, ბიოლოგიის გამოცდებზე მოსწავლეთა ერთმა ნაწილმა არასაკმარისი მომზადების დონე უჩვენა. განსაკუთრებით პრობლემამ იჩინა თავი ფიზიკის გამოცდებზე, სადაც 21 მოსწავლემ არადამაკმაყოფილებელი ბბშეფასება დაიმსახურა. აღნიშნულ მოსწავლეებს აქვთ გამოცდებზე ხელმეორედ გასვლის უფლება, მაგრამ მინდა გავაფრთხილო ბავშვები, რათა მათ მეტად იმუშაონ საკუთარ თავზე.
მინდა შევეხო უკვე სკოლაში ტრადიციად ქცეულ დირექციის მხრიდან შემაჯამებელი სამუშაოების ჩატარების პრაქტიკას, რომელიც მოდულურიო სწავლების კარგ ფორმად იქცა და, რომელიც სწავლების ხარისხის ამაღლებას უწყობს ხელს. ჩატარდა წერები მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასებში. აქვე მინდა შევეხო სასკოლო ოლიმპიადების ჩატარების პრაქტიკას. მიმდინარე სასწავლო წელს ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო 111 მოსწავლემ. გასულ წელთან შედარებით 26 %-ით ნაკლებია . გულისტკივილით უნდა ავღნიშნოთ, რომ ნაკლებია კათედრების საქმიანობა აღნიშნული კუთხით და მეტი მმუშაობა დასჭირდება თითოეულ კათედრას.
უნდა ავღნიშნოთ, რომ სკოლაში არსებობს ელექტრონული საინფორმაციო ბაზა ,,EFLOW”, რომელიც ხელმისაწვდომს ხდის ყველა საკითხს, რომელიც სკოლის ცხოვრებასთან არის დაკავშირებული.
მოგახსენებთ სკოლას წარმატებული მუშაობისათვის ეფექტური ფინანსური მართვა სჭირდება, მითუმეტეს როცა მნიშვნელოვან ნაწილს სკოლის ფინანსებისა ვაუჩერული დაფინანსება შეადგენს. მოგახსენებთ, რომ 2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ჩვენი სკოლის ბეუჯეტი შეადგენს სულ -25569 ლარს. აქედან ვაუჩერით მიღებული დაფინანსებიდან - 22393 ლარი, ეკონომიკური შემოსავლებიდან - 3176 ლარი.
მმიმდინარე ქლის შემოსავალმა შეადგინა სულ - 450074 ლარი. მათ შორის ვაუჩერული დაფინანსებიდან მიღებულია - 413507 ლარი, სერტიფიცირებული მასწავლებელთა დანამატი - 16267 ლარი, ხოლო ეკონომიკური შემოსავლებიდან სულ - 20300 ლარი. ეკონომიკურ შემოსავლებში შედის: იჯარა - 5820 ლარი, წრეებიდან მიღებული თანხა - 11326 ლარი, ტირის შენობის აუქციონზე გატანის შედეგად მიღებული თანხა - 550 ლარი და ბანკის მიერ დარიცხული პროცენტი - 2604 ლარი.
ნაშთის გათვალისწინებით მთლიანმა შემოსავალმა 2013 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით შეადგინა - 475643 ლარი.
სკოლის ბიუჯეტის ხარჯი 1 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს სულ - 417675 ლარს. აღნიშნული თანხა მუხლობრივად ასე დაიხარჯა:
1. შრომის ანაზღაურებს - 329028 ლარი
2. შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება - 34090 ლარი
3. მივლინება - 135 ლარი
4. ოფისის ხარჯი - 28704 ლარი
5. სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება - 10092 ლარი
6. ინფრასტრუქტურის განვითარება - 13563 ლარი
7. ბიუჯეტში გადასახდელები - 2063 ლარი
ბიუჯეტის ხარჯვის გამჭირვალეობის მიზნით გთავაზობთ თითოეული მუხლის განხილვას, თუ რაში დაიხარჯა ოფისისა და სხვა ხარჯების თანხები. კერძოდ:
I ოფისის ხარჯები - 28704 ლარი დაიხარჯა :
1. კომუნალური ხარჯებისათვის - 13102 ლარი. მათ შორის
ა) ელ.ენერგია - 3091 ლარი
ბ) წყალი - 3490 ლარი
გ) ბუნებრივი აირი - 5572 ლარი
დ) ბენზინი - 105 ლარი
ე) დასუფთავება - 844 ლარი
2. საკანცელარიო საქონელი - 873 ლარი (ქსეროქსის ქაღალდი, ფაილი, ბაინდერი, საქაღალდეები და ა.შ.)
3. საოფისე ინვენტარი - 6883 ლარი ( საკლასო დაფები 19 ც -3590 ლარი, ბიბლიოთეკის თაროები - 2350 ლარი, ქენონი -325 ლარი, სპორტინვენტარი -240 ლარი, კიბე დასაკეცი -60 ლარი,ტელეფონის აპარატი - 35 ლარი, 24 პორტიანი სვიჩი -110 ლარი, ონკანი - 16 ლარი, ნოუთბუკის ჩანთა -25 ლარი, წყლის ჩამრეცხი სველი წერტილებისთვის 6ც - 132 ლარი.
4. სკოლისათვის საჭირო საგნები და მასალები -1156 ლარი ( ცოცხი, სათლი, ნათურა, ლურსმანი)
5. საწმენდი და საპრიალებელი მასალები - 437 ლარი ( მასტიკა, ჟელე, საწმენდი სითხე, ფხვნილი)
6. მიმდინიარე რემონტი - 5146 ლარი ( არქივისა და ბიბლიოტეკის ოთახების რემონტი)
7. სატელეფონო მომსახურების ხარჯი - 956 ლარი
8. საფოსტო- საკურიერო მომსახურება - 151 ლარი
II სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურებიდან -10092 ლარი დაიხარჯა:
1. ბანკის მომსახურება - 32 ლარი
2. აუდიტორული მომსახურება - 1580 ლარი (შემოწმდა საბუღალტრო დოკუმენტაცია 2012წ.)
3. საარქივო მომსახურების ხარჯი - 798 ლარი (გაარქივდა დოკუმენტაცია 1970 წლიდან)
4. სიგნალიზაცია - დაცვა -880 ლარი
5. სამართლებრივი მომსახ. – 2200ლარი
6. ელ. გაყვანილობის შეკეთება - 475 ლარი
7. არქივის ოთახისათვის სტელაჟების გასაკეთებლად ხის მასალის შეძენა- 638 ლარი
8. კომპიუტერ. ქსელის მომსახურება - 2090 ლარი
9. ცეცხლმაქრის გადამუხტვა - 80 ლარი
10. აუქციონიტ მომსახურებისათვის - 200 ლარი
11. კატრიჯის დამუხტვა - 138 ლარი
12. ავტო-კალათით მომსახ. – 150 ლარი
13. გამოცდების ეროვნული ცენტრის მომსახ. – 656 ლარი ( ტესტირება 6-9 კლასებში)
14. სატრენინგო მომსახურ. – 150 ლარი (ბუღალტრის)
15. სადეზინფექციო მომსახურება - 25 ლარი
2013 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით ანგარიშზე თანხა მაქვს - 57968 ლარი. ველოდებით სერტიფიცირებულ პედაგოგთა დანამატს დეკემბრის თვის -1691 ლარს, ასევე ეკონომიკური სემოსავლებიდან - 2230 ლარს.
ხარჯები დეკემბრის თვეში სავარაუდოდ იქნება ხელფასების გათვალისწინებით - 41900 ლარი. ვვარაუდობთ, რომ 2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ნაშთი დაგვრჩება 21000 ლარი, რომელიც მიმართული იქნება იმფრასტრუქტურის განვითარებისათვის.
აღნიშნული მონაცემებიდან ჩანს, რომ ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ჩვენს მიერ დაგეგმილი 11 თვის სამუშაოები შესრულდა. მონაცემთა ანალიზი და კონტროლის მონიტორინგის სისტემა 2013 წლის მაჩველებლებიდან დაგვეხმარა სამეურვეო საბჭოსთან ერთად შეგვედგინა 2014 წლის ბიუჯეტი, რომელიც უფრო ღია და გამჭირვალეა. შევეცდები ყველას ვეთანამშრომლო ვისაც სკოლის წინსვლის და წარმატების სურვილი ექნება
ო. ბოჭორიშვილი