საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2013 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა , განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს
2013 წლის ანგარიში
სამინისტროში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის
49- ე მუხლით გათვალისწინებული
ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ
2013 წლის განმავლობაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 590 განცხადება, აქედან დაკმაყოფილდა - 581, 9 განცხადება არის მიმდინარე.
აქვე დავამატებთ, რომ 2012 წლის დეკემბერში (ანგარიშის გაგზავნის შემდეგ) შემოვიდა 21 დოკუმენტი საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით და ყველა დაკმაყოფილდა.
2013 წლის განმავლობაში სამინისტრომ შეაგროვა და დაამუშავა საჯარო მონაცემთა ბაზის შემდეგი სახეები:
მიმდინარეობს იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა რეგისტრაცია და ამ დროისთვის აღრიცხულია და განახლებული 205 107 პირის მონაცემი;
ბაზის ადგილსამყოფელია - დევნილთა საკითხების დეპარტამენტი;
პასუხისმგებელი პირი - დეპარტამენტის უფროსი მურად აბლოთია;
სამართლებრივი საფუძველი - საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 ივლის ის №794 განკარგულება „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა რეგისტრაციის (ახალი ნიმუშის მოწმობის გაცემის) ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“.
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უძრავი ქონების აღრიცხვის მონაცემებს დაემატა 196 დეკლარაცია, ხოლო უკვე შევსებულ 2951 დეკლარაციას ჩაემატა დამატებითი მონაცემები.
ბაზის ადგილსამყოფელია - დევნილთა საკითხების დეპარტამენტი;
პასუხისმგებელი პირი - დეპარტამენტის უფროსი მურად აბლოთია;
სამართლებრივი საფუძველი – საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 21 ივნისის ბრძანებულება „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების წინასწარი რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“.
ლტოლვილთა 2013 წლის სავალდებულო რეგისტრაციის მონაცემები – 398 პირზე.
ბაზის ადგილსამყოფელია – მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტი;
პასუხისმგებელი პირი – დეპარტამენტის უფროსი ზაზა იმედაშვილი;
სამართლებრივი საფუძველი – საქართველოს კანონი „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 14 ივნისი ს №131 ბრძანება „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა 2013 წლის სავალდებულო რეგისტრაციის ჩატარების შესახებ“.
სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველოში დაცულია 1275 მოქალაქის პირადი საქმე.
იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ მონაცემები (ელექტრონული ვერსია) 2013 წლის განმავლობაში რამდენჯერმე გადაეცა საქართველოს ც ენტრალურ საარჩევნო კომისიას (31.01.2013, 02.05.2013, 16.04.2013, 15.07.2013, 10.09.2013, 11.10.2013 და 01.11.2013).
ინფორმაციები გაცემულია მინისტრის პირველი მოადგილის გოგი ფაცაციას, მინისტრის მოადგილეების მამუკა ცოტნიაშვილისა და მერაბ მენაბდის ხელმოწერებით.
გარდა ზემოაღნიშნულისა, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ მონაცემები, მათ მიერ შემწეობის მისაღებად, ყოველთვიურად ეგზავნება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს.
საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღებისათვის მოსაკრებლის ოდენობამ 2013 წელს შეადგინა 97,80 ლარი.