ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიში
საქართველოს ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის შესაბამისად, გიგზავნით ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებულ წლიურ ანგარიშს.
2013 წელს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია 40 კორესპოდენცია ინფორმაციის გაცემის შესახებ. კერძოდ:
- ფიზიკური და იურიდიული პირები ითხოვდნენ ასპინძის მუნიციპალიტეტიდან გათავისუფლებულ თანამშრომელთა სრულ ნუსხას;
- ინფორმაციას 2009-2012 წლების აუდიტის მასალების გადაცემასთან დაკავშირებით;
- 2013 წლის იანვარიდან მაისამდე საკრებულოს აპარატში დანიშნულ და გათავისუფლებულ თანამშრომელთა ნუსხას;
- საკრებულოს სხდომის ოქმებს და დღის წესრიგს;
- საკრებულოს წევრთა რაოდენობას, მათ პარტიულობას, ფრაქციების შემადგენლობას, შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობას;
- სექტემბრის თვეში შვებულებაში გასულ თანამშრომელთა სიას;
- 2012 წლის ოქტომბრის თვიდან დღემდე დანიშნულ და გათავისუფლებულ თანამშრომელთა სიას;
- ინფორმაციას გაცემული პრემიის და ხელფასების შესახებ;
- ვაკანსიებთან და საკონკურსო პირობებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებას,
- გამგებლისა და გამგებლის მოადგილის ვაკანსიაზე კონკურსში მონაწილეთა პირადი საქმის მასალების გაცნობის თაობაზე;
- ინფორმაციას 2013 წლის ბიუჯეტის შემოსავლებისა და გამოყოფილი თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით;
- სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე გამოყოფილი დახმარების შესახებ;
- ინფორმაციას სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შესახებ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების თანახმად საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
ასპინძის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მელიქიძე